https://sputnik-georgia.com/20221003/situationist-parizis-modis-kvireulze-271005541.html
ქართული ბრენდი Situationist პარიზის მოდის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი
ქართული ბრენდი Situationist პარიზის მოდის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი
Sputnik საქართველო
ქართული ბრენდი 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას მოდის კვირეულის ბოლო დღეს, 4 ოქტომბერს წარადგენს. 03.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-03T22:09+0400
2022-10-03T22:09+0400
2022-10-03T22:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0f/264457906_0:3:1440:813_1920x0_80_0_0_ee085a7b2ff5baec04084638a024cdb8.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. ქართული მოდის ბრენდი Situationist უკვე ზედიზედ მეხუთედ იქნება წარმოდგენილი პარიზის მოდის კვირეულზე, რომელიც 26 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე მიმდინარეობს.ქართული ბრენდი თავის 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას მოდის კვირეულის ბოლო დღეს, 4 ოქტომბერს წარადგენს, თბილისის დროით 14:00 საათზე.Situationist მოდის სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ოფიციალურ კალენდარში 2020 წელს მოხვდა. მაშინ დიზაინერმა ირაკლი რუსაძემ 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია აჩვენა.ბრენდი Situationist დიზაინერებმა ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ 2015 წელს შექმნეს. მათი შემოქმედება უკვე შეაფასა ამერიკელმა მოდელმა ბელა ჰადიდმა, რომელიც არაერთხელ გამოჩნდა Situationist-ის სამოსით, ასევე კიმ კარდაშიანმა და სხვებმა.ამ დროისათვის ბრენდი Situationist-ის ახალი მოდელების შექმნაზე მუშაობას მხოლოდ ირაკლი რუსაძე განაგრძობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0f/264457906_0:0:1440:1080_1920x0_80_0_0_66ba3b926f05ad38ca8e59e5f0ba196c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე
ახალი ამბები, საქართველო, ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე
ქართული ბრენდი Situationist პარიზის მოდის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი
22:09 03.10.2022 (განახლებულია: 22:47 03.10.2022) ქართული ბრენდი 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას მოდის კვირეულის ბოლო დღეს, 4 ოქტომბერს წარადგენს.
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. ქართული მოდის ბრენდი Situationist უკვე ზედიზედ მეხუთედ იქნება წარმოდგენილი პარიზის მოდის კვირეულზე, რომელიც 26 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე მიმდინარეობს.
ქართული ბრენდი თავის 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას მოდის კვირეულის ბოლო დღეს, 4 ოქტომბერს წარადგენს, თბილისის დროით 14:00 საათზე.
Situationist მოდის სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ოფიციალურ კალენდარში 2020 წელს მოხვდა. მაშინ დიზაინერმა ირაკლი რუსაძემ 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია აჩვენა.
ბრენდი Situationist დიზაინერებმა ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ 2015 წელს შექმნეს. მათი შემოქმედება უკვე შეაფასა ამერიკელმა მოდელმა ბელა ჰადიდმა, რომელიც არაერთხელ გამოჩნდა Situationist-ის სამოსით, ასევე კიმ კარდაშიანმა და სხვებმა.
ამ დროისათვის ბრენდი Situationist-ის ახალი მოდელების შექმნაზე მუშაობას მხოლოდ ირაკლი რუსაძე განაგრძობს.