საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა: 1990-2022

გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ ქვეყნის მოსახლეობის 2021 წლის მონაცემები გამოაქვეყნა.
„საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით „Sputnik-საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი გაიგებს, თუ როგორ შეიცვალა 1999 წლიდან ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობა, მათ შორის მიგრაციის სალდოს* მაჩვენებლების ჩათვლით.
საქართველოს უახლეს ისტორიაში მოსახლეობის ყველაზე დიდი გადინება მოხდა 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი. 1991 წლიდან 2021 წლამდე ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების მოსახლეობის რიცხოვნობის რეიტინგის მიხედვით, საქართველო, ლატვიასთან და მოლდოვასთან ერთად, ლიდერობს ქვეყნიდან წასული მოქალაქეების რაოდენობით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2020 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, გარდაცვლილთა წლიურმა მაჩვენებელმა დაბადებულთა რაოდენობას გადააჭარბა: წელიწადში საქართველოში 50.537 ადამიანი გარდაიცვალა, 46.520 კი დაიბადა. თუმცა, იმის წყალობით, რომ 2020 წელს ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა, შესაძლებელი გახდა სიტუაციის გათანაბრება და მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების ნაცვლად ზრდა დაფიქსირდა.
*მიგრაციის სალდო: წლის მანძილზე ემიგრანტებისა და მიგრანტების რაოდენობას შორის სხვაობა.
ყველა ახალი ამბავი
0