მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის ელჩი პოლონეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
გამოწერა
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის ელჩი პოლონეთში სერგეი ანდრეევი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის მიერ სახალხო რესპუბლიკებად აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების რუსეთთან შეერთების შესახებ გამართული რეფერენდუმის გამო, განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარცინ პრჟიდაჩმა.
როგორც პრჟიდაჩმა განმარტა, ამჟამად პოლონეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის კონტაქტები პრაქტიკულად არ არსებობს.

„რუსეთთან ურთიერთობა დღეს არსებითად გაყინულია, არანაირი დიპლომატიური კონტაქტები არ არის, გარდა იმ შეხვედრებისა, როცა მე ან მინისტრი ელჩ ანდრეევს ​​ვიძახებთ. ასეთი შეხვედრა დღეს გაიმართება“, — განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, პოლონეთის ხელისუფლება რუს დიპლომატს პროტესტს გამოუცხადებს დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ანექსიის გამო.
„პროტესტის გარდა, ელჩს წარვუდგენ პოლონეთის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ [რუსეთის] ასეთ გადაწყვეტილებას. ეს არ არის მხოლოდ პოლონეთის ქმედება. ჩვენ შევთანხმდით კოლეგებთან ევროპულ დონეზე, რომ ყველა ერთდროულად, დაახლოებით ერთ დღეს წარვუდგენთ ამ პოზიციას ქვეყნებში მყოფ ელჩებს“, განაცხადა პრჟიდაჩმა.
ამასთან, როგორც პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, მან ჯერჯერობით არ იცის, გამოცხადდება თუ არა რუსეთის ელჩი უახლოეს მომავალში პერსონა ნონ გრატად.
მანამდე, 2 ოქტომბერს იგივე მიზეზით საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ელჩი გერმანიაში სერგეი ნეჩაევი, ასევე იტალიაში რუსეთის ელჩი სერგეი რაზოვიც. გარდა ამისა, 30 სექტემბერს, რუსეთის შემადგენლობაში ოთხი ახალი რეგიონის მიღების შემდეგ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში გამოიძახეს ელჩი ანდრეი კელინი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 30 სექტემბერს ხელი მოაწერა შეთანხმებებს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0