რუსეთმა „ახალ რეგიონებთან შეთანხმებები“ გამოაქვეყნა

© photo: Sputnik / Alexey Maishevრუსეთის მთავრობა
რუსეთის მთავრობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
გამოწერა
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე რუსეთის მიერ სახალხო რესპუბლიკებად აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლისა და რუსეთის ფედერაციის ახალი სუბიექტების შექმნის შესახებ ხელშეკრულებები გამოქვეყნდა.
აღნიშნულ დოკუმენტებს 30 სექტემბერს მოაწერეს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ოთხი რეგიონის პრორუსულმა ხელმძღვანელებმა. 2 ოქტომბერს კი საკონსტიტუციო სასამართლომ შეთანხმებები კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო.
ხელშეკრულებების თანახმად, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „სხვა ქვეყნებთან საზღვრები“ რუსეთის სახელმწიფო საზღვრებად მიიჩნევა.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, 2026 წლის 1 იანვრამდე უნდა გადაწყდეს ოთხივე რეგიონის ინტეგრაციის საკითხები რუსეთის ეკონომიკურ, საფინანსო, საკრედიტო, სამართლებრივ და სახელისუფლებო ორგანოების სისტემებში.
ამასთან აღინიშნება, რომ „ახალ რეგიონებში რუსეთის კანონმდებლობა და სხვა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტები“ მათი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის დღიდან მოქმედებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოქვეყნებული შეთანხმებები დროებით მათზე ხელმოწერის დღიდან გამოიყენება და ძალაში მათი რატიფიკაციის დღეს შევა. როგორც მოსალოდნელია, რუსეთის სახელმწიფო სათათბირო დღევანდელ სხდომაზე მოახდენს დოკუმენტების რატიფიკაციას, სამშაბათს კი ფედერაციის საბჭოში შეთანხმებების სავალდებულო განხილვაა დანიშნული.
ყველა ახალი ამბავი
0