https://sputnik-georgia.com/20221003/lisi-muxatwyaros-gzaze-mewyersawinaagmdego-samushaoebi-dasrulda-270989101.html
ლისი-მუხათწყაროს გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დასრულდა
ლისი-მუხათწყაროს გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დასრულდა
Sputnik საქართველო
ლისი–მუხათწყარო–მსხალდიდის და ნაფეტვრებთან დამაკავშირებელი გზა გასული წლის 1 ივლისიდან გადაკეტილია. 03.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-03T14:42+0400
2022-10-03T14:42+0400
2022-10-03T16:48+0400
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/11/252607927_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_597be27e0bb50a4c7c299beb906c72b7.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ლისი–მუხათწყარო–მსხალდიდის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.მეწყრული პროცესები სოფელ მსხალდიდის მონაკვეთზე 2021 წლის 30 ივნისს გააქტიურდა, რაც უხვმა ნალექმა და ქანებში მისმა ჩაჟონვამ გამოიწვია. სპეციალისტების რეკომენდაციით აღნიშნული მონაკვეთი ჩაიკეტა, შესაბამისად, საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდა.ფერდობის გამაგრების სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულებამ 5 მილიონ ლარს გადააჭარბა.ქართველ სპეციალისტებთან ერთად სამუშაოებში ჩართული იყვნენ გერმანელი და ავსტრიელი სპეციალისტები.როგორც ადრე გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა, მეწყრული მასის შესაძლო ტრაექტორიის შესწავლამ აჩვენა, რომ იგი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ამ მიმართულებით გზაზე ღრმა ხევია.სოფლები ლისი, მუხათწყარო, მსხალდიდი, ნაფეტვრები მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, თუმცა ტერიტორიულად თბილისთან ახლოს, ლისის ტბასთან მდებარეობს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/11/252607927_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_1bd9e26f0f4a8e50ed192dd885366261.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
ლისი-მუხათწყაროს გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დასრულდა
14:42 03.10.2022 (განახლებულია: 16:48 03.10.2022) ლისი–მუხათწყარო–მსხალდიდის და ნაფეტვრებთან დამაკავშირებელი გზა გასული წლის 1 ივლისიდან გადაკეტილია.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ლისი–მუხათწყარო–მსხალდიდის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მეწყრული პროცესები სოფელ მსხალდიდის მონაკვეთზე 2021 წლის 30 ივნისს გააქტიურდა, რაც უხვმა ნალექმა და ქანებში მისმა ჩაჟონვამ გამოიწვია. სპეციალისტების რეკომენდაციით აღნიშნული მონაკვეთი ჩაიკეტა, შესაბამისად, საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდა.
ფერდობის გამაგრების სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულებამ 5 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ქართველ სპეციალისტებთან ერთად სამუშაოებში ჩართული იყვნენ გერმანელი და ავსტრიელი სპეციალისტები.
როგორც ადრე გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა, მეწყრული მასის შესაძლო ტრაექტორიის შესწავლამ აჩვენა, რომ იგი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ამ მიმართულებით გზაზე ღრმა ხევია.
სოფლები ლისი, მუხათწყარო, მსხალდიდი, ნაფეტვრები მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, თუმცა ტერიტორიულად თბილისთან ახლოს, ლისის ტბასთან მდებარეობს.