საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟმა „ქართული ოცნების" მმართველობა შეაფასა

© National Police of Ukraineგიორგი გამსახურდია
გიორგი გამსახურდია - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
გამოწერა
2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა დაასრულა.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ“ თავისი მმართველობის 10 წლის მანძილზე ქვეყანას სიმშვიდე და განვითარება მოუტანა, განაცხადა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟმა, პოლიციის ატაშემ, პოლკოვნიკმა გიორგი გამსახურდიამ.
ათი წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, შეცვალა „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა და საქართველოს მმართველი ძალა გახდა.

„თუ რამ არის მთავარი, რაც შეიძლება ამ 10 წლის მანძილზე გამოვყოთ, ესაა მშვიდობა და განვითარება. სამოქალაქო მშვიდობა – არის ფაქტი. ეს არის მშვიდობის, განვითარების და ეკონომიკური სტაბილურობის 10 წელი“, – განაცხადა გამსახურდიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ბოლო წლების მთავარ რეფორმებს შორის ექსპერტები ასახელებენ ჯანდაცვის რეფორმას, რამაც უზრუნველყო სამედიცინო სერვისებზე წვდომა საზოგადოების ყველა ფენისთვის; ინფრასტრუქტურული პროექტების აქტიურ განხორციელებას, რამაც შესაძლებელი გახადა ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოება; და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას, რის შედეგადაც ქართული პროდუქცია დაბრუნდა რუსულ ბაზარზე, ხოლო საქართველომ ექსპორტის მოცულობა გაზარდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0