https://sputnik-georgia.com/20221002/socialurad-daucveli-ojaxebis-gadamowmeba-grzeldeba-vis-exeba-semowmeba-270964062.html
სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გრძელდება: ვის ეხება შემოწმება
სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გრძელდება: ვის ეხება შემოწმება
Sputnik საქართველო
საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი დამოკიდებულია ქულების რაოდენობაზე, რომლებიც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმებისას ირიცხება 02.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-02T10:10+0400
2022-10-02T10:10+0400
2022-10-02T10:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/16/264690960_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_1bd34cdd825843fd75685ef90ccf9ede.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი– Sputnik. საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობის გადამოწმებაზე გამოცხადებული მორატორიუმის დასრულების შემდეგ ამოწმებენ მხოლოდ იმ ოჯახებს, რომლებზეც საჩივრებია წარდგენილი, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი დამოკიდებულია ქულების რაოდენობაზე, რომლებიც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების შედეგების მიხედვით ირიცხება. სტატუსის მქონე ყველა ოჯახი მის დასადასტურებლად განმეორებით შემოწმებას გადის. 2020 წლიდან მიმდინარე წლის მაისამდე სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალ შემოწმებაზე კოვიდ-პანდემიის გამო მორატორიუმი გამოცხადდა.სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი ქულების რაოდენობიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან მთელი რიგი შეღავათების, მათ შორის შემწეობის მიღებას გულისხმობს.გარდა ამისა, სტატუსის მქონე პირები სარგებლობენ შეღავათებით კომუნალურ მომსახურებაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას, სამედიცინო მომსახურებაზე. მათ შეუძლიათ ისარგებლონ მუნიციპალური სასადილოებით და მიიღონ სხვა მიზნობრივი დახმარება სახელმწიფოსგან.სულ 1 აგვისტოსთვის საქართველოში დარეგისტრირებული იყო 664,3 ათასი სოციალურად დაუცველი პირი, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის 17,8%-ს შეადგენს.სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე. 1 ივნისიდან კი სოციალურად დაუცველი ოჯახები თითოეულ არასრულწლოვანზე ყოველთვიურად 150 ლარს იღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/16/264690960_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_bb0c00610329871ca353db751dc93610.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გრძელდება: ვის ეხება შემოწმება
საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი დამოკიდებულია ქულების რაოდენობაზე, რომლებიც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმებისას ირიცხება
თბილისი, 2 ოქტომბერი– Sputnik. საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობის გადამოწმებაზე გამოცხადებული მორატორიუმის დასრულების შემდეგ ამოწმებენ მხოლოდ იმ ოჯახებს, რომლებზეც საჩივრებია წარდგენილი, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი დამოკიდებულია ქულების რაოდენობაზე, რომლებიც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების შედეგების მიხედვით ირიცხება. სტატუსის მქონე ყველა ოჯახი მის დასადასტურებლად განმეორებით შემოწმებას გადის. 2020 წლიდან მიმდინარე წლის მაისამდე სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალ შემოწმებაზე კოვიდ-პანდემიის გამო მორატორიუმი გამოცხადდა.
„ამჟამად გრძელდება მხოლოდ იმ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება, რომელთაც პირველადი ან განმეორებითი გადამოწმების მოთხოვნით თავად მიმართეს სოციალური დახმარების ადმინისტრირების ორგანოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. ასევე, დაიწყო იმ ოჯახების ეტაპობრივი გადამოწმება, რომელთა მიმართაც სააგენტოში წარდგენილია საჩივრები“, - ნათქვამია განცხადებაში.
სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი ქულების რაოდენობიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან მთელი რიგი შეღავათების, მათ შორის შემწეობის მიღებას გულისხმობს.
გარდა ამისა, სტატუსის მქონე პირები სარგებლობენ შეღავათებით კომუნალურ მომსახურებაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას, სამედიცინო მომსახურებაზე. მათ შეუძლიათ ისარგებლონ მუნიციპალური სასადილოებით და მიიღონ სხვა მიზნობრივი დახმარება სახელმწიფოსგან.
სულ 1 აგვისტოსთვის საქართველოში დარეგისტრირებული იყო 664,3 ათასი სოციალურად დაუცველი პირი, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის 17,8%-ს შეადგენს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე. 1 ივნისიდან კი სოციალურად დაუცველი ოჯახები თითოეულ არასრულწლოვანზე ყოველთვიურად 150 ლარს იღებენ.