https://sputnik-georgia.com/20221002/opozicia-parlamentsi-droebiti-sagamozoebo-komisiis-seqmnas-apirebs-270976391.html
ოპოზიცია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას აპირებს
ოპოზიცია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას აპირებს
Sputnik საქართველო
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას ხელს აწერენ პარტია „ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩისა“ და პარტია... 02.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-02T22:55+0400
2022-10-02T22:55+0400
2022-10-03T00:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250968040_0:215:1135:853_1920x0_80_0_0_bc15fe36997e61c8d3b4bec1b956a61c.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელმაც „2016-2017 წლებსა და შემდგომ პერიოდში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან ფარული და სისტემატური თანამშრომლობის ფაქტები“ უნდა შეისწავლოს.შესაბამისი დადგენილების პროექტი ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.პროექტში აღნიშნულია, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხთა წრედ უნდა განისაზღვროს „TV პირველის“ ეთერში დასახელებული ფაქტები.ეს არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისა და მაღალი თანამდებობის პირების რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან ფარული და სისტემატიური თანამშრომლობა.ოპოზიციონერი დეპუტატები ასევე ითხოვენ იმ პირთა მიერ ჩადენილ სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენას, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თუ სხვა ინტერესებს.გრიგოლ ლილუაშვილი: უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი >>დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას ხელს აწერენ პარტია „ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. განცხადებას ხელს 51 დეპუტატი აწერს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250968040_0:197:822:813_1920x0_80_0_0_60d9a96854468eba2abdb28cf2016f4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ოპოზიცია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას აპირებს
22:55 02.10.2022 (განახლებულია: 00:22 03.10.2022) დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას ხელს აწერენ პარტია „ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელმაც „2016-2017 წლებსა და შემდგომ პერიოდში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან ფარული და სისტემატური თანამშრომლობის ფაქტები“ უნდა შეისწავლოს.
შესაბამისი დადგენილების პროექტი ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.
პროექტში აღნიშნულია, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხთა წრედ უნდა განისაზღვროს „TV პირველის“ ეთერში დასახელებული ფაქტები.
ეს არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისა და მაღალი თანამდებობის პირების რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან ფარული და სისტემატიური თანამშრომლობა.
ოპოზიციონერი დეპუტატები ასევე ითხოვენ იმ პირთა მიერ ჩადენილ სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენას, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თუ სხვა ინტერესებს.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას ხელს აწერენ პარტია „ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.
რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. განცხადებას ხელს 51 დეპუტატი აწერს.