https://sputnik-georgia.com/20221002/50-qveynis-sapatio-konsuli-saqartvelosi-konferenciaze-seikriba-270975147.html
50 ქვეყნის საპატიო კონსული საქართველოში კონფერენციაზე შეიკრიბა
50 ქვეყნის საპატიო კონსული საქართველოში კონფერენციაზე შეიკრიბა
Sputnik საქართველო
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური პანელები, სადაც მონაწილეებმა საგარეო პოლიტიკის საკითხები განიხილეს 02.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-02T21:33+0400
2022-10-02T21:33+0400
2022-10-02T21:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/02/270973964_0:0:1615:908_1920x0_80_0_0_da8caa7b9627518b752776f2861a2b7b.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, „საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია - თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის" გაიმართა -ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საპატიო კონსულები მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.კონფერენცია საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გახსნეს.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური პანელები, სადაც მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის საკითხები, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არსებული შესაძლებლობები.ყურადღება გამახვილდა სავაჭრო ურთიერთობებისა და ბიზნეს კონტაქტების და სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის კავშირების გაძლიერებაზე, ასევე საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს 64 ქვეყანაში 85 საპატიო კონსულები ჰყავს.ღონისძიებაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/02/270973964_131:0:1342:908_1920x0_80_0_0_28dd6c2784a189ffb91401481f7be972.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
50 ქვეყნის საპატიო კონსული საქართველოში კონფერენციაზე შეიკრიბა
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური პანელები, სადაც მონაწილეებმა საგარეო პოლიტიკის საკითხები განიხილეს
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, „საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია - თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის" გაიმართა -
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საპატიო კონსულები მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.
კონფერენცია საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გახსნეს.
„მოხარული ვარ, რომ აღვადგინეთ საქართველოს საპატიო კონსულების შეხვედრების ტრადიცია. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ 2014 წელს გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საპატიო კონსულების რაოდენობა 19-დან - 85-მდე გაიზარდა, 64 ქვეყანაში. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს, თუ რაოდენ მოწადინებული ვართ კიდევ უფრო გავაფართოვოთ საქართველოს საპატიო კონსულების ქსელი მსოფლიო მასშტაბით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური პანელები, სადაც მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის საკითხები, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არსებული შესაძლებლობები.
ყურადღება გამახვილდა სავაჭრო ურთიერთობებისა და ბიზნეს კონტაქტების და სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის კავშირების გაძლიერებაზე, ასევე საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს 64 ქვეყანაში 85 საპატიო კონსულები ჰყავს.
ღონისძიებაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.