https://sputnik-georgia.com/20221001/tusetsi-leopardi-wels-meored-gamocnda-foto-270962917.html
თუშეთში ლეოპარდი წელს მეორედ გამოჩნდა - ფოტო
თუშეთში ლეოპარდი წელს მეორედ გამოჩნდა - ფოტო
Sputnik საქართველო
ლეოპარდი კავკასიაში გადაშენებულ სახეობად მიიჩნეოდა და 2001 წელს ქართველი ეკოლოგების მიერ კვლავ იქნა აღმოჩენილი. 01.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-01T22:54+0400
2022-10-01T22:54+0400
2022-10-01T22:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23274/33/232743313_0:178:3007:1869_1920x0_80_0_0_dbe7bb33aa31b95802f46eaa65eccd8f.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ვიდეოხაფანგმა თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ჯიქი (ლეოპარდი) წელს უკვე მეორედ დააფიქსირა, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.ლეოპარდი საქართველოში 12 წლის შემდეგ პირველად 2021 წლის აგვისტოში დააფიქსირეს. ამის შემდეგ ის კიდევ ერთხელ 2022 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა.სააგენტოში ფიქრობენ, რომ ჯიქის კიდევ ერთი გამოჩენა ნიშნავს იმას, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სახეობა საქართველოში ბრუნდება.სახეობათა კონსერვაციის ცენტრის „ნაკრესის“ (Nacres) მკვლევარები უკვე მეორე წელია სახეობათა მრავალფეროვნების კვლევის ფარგლებში თუშეთის დაცულ ტერიტორიებს აკვირდებიან.რთული და ძვირადღირებული კვლევის ჩატარება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა.ლეოპარდი კავკასიაში გადაშენებულ სახეობად მიიჩნეოდა და 2001 წელს ქართველი ეკოლოგების მიერ კვლავ იქნა აღმოჩენილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23274/33/232743313_138:0:2869:2048_1920x0_80_0_0_b38c18bfa96f5f724990c6b810bfbcf1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
თუშეთში ლეოპარდი წელს მეორედ გამოჩნდა - ფოტო
22:54 01.10.2022 (განახლებულია: 22:55 01.10.2022) ლეოპარდი კავკასიაში გადაშენებულ სახეობად მიიჩნეოდა და 2001 წელს ქართველი ეკოლოგების მიერ კვლავ იქნა აღმოჩენილი.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ვიდეოხაფანგმა თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ჯიქი (ლეოპარდი) წელს უკვე მეორედ დააფიქსირა, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.
ლეოპარდი საქართველოში 12 წლის შემდეგ პირველად 2021 წლის აგვისტოში დააფიქსირეს. ამის შემდეგ ის კიდევ ერთხელ 2022 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა.
სააგენტოში ფიქრობენ, რომ ჯიქის კიდევ ერთი გამოჩენა ნიშნავს იმას, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სახეობა საქართველოში ბრუნდება.
სახეობათა კონსერვაციის ცენტრის „ნაკრესის“ (Nacres) მკვლევარები უკვე მეორე წელია სახეობათა მრავალფეროვნების კვლევის ფარგლებში თუშეთის დაცულ ტერიტორიებს აკვირდებიან.
რთული და ძვირადღირებული კვლევის ჩატარება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა.
ლეოპარდი კავკასიაში გადაშენებულ სახეობად მიიჩნეოდა და 2001 წელს ქართველი ეკოლოგების მიერ კვლავ იქნა აღმოჩენილი.