როგორ აღნიშნავდნენ თბილისობას სხვადასხვა წლებში - ფოტო

თბილისობაზე ყოველთვის შეხვდებით მეარღნეს, რომელიც სიკეთეს ასხივებს. ფოტო 1982 წლის თბილისობიდან

ეს კი ქართულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდაა გოგონაა 40 წლის წინანდელ თბილისობაზე

1983 წლის თბილისობას ესწრებოდა მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი კომუნისტური პარტიიდან ვიკტორ გრიშინი და ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კოიმტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე

ქართული ცეკვა „თბილისობა - 1983-ზე“

თბილისობაზე ტრადიციულად იმართება გადაღებები, რათა მოგონებები დიდი ხნით შემორჩეს ისტორიას

1985 წელი, ფოტოზე ერთდროულად ჩანან ახალი და ძველი თაობის წარმომადგენლები

აბანოთუბანი 1985 წლის თბილისობაზე

იგივე 1985 წელი, სადაც დღესასწაულის სტუმრებისათვის ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე მღეროდა

2001 წელს თბილისობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა, სადაც უამრავი ხალხი იმყოფებოდა

ეს კი 2004 წლის „თბილისობაა“, სადაც ღონისძიების სტუმრები ღვინოს წურავენ

ცნობილი ქართველი კინოკრიტიკოსი, პროფესორი გიორგი (გოგი) დოლიძე ჩოხით 2004 წლის თბილისობაზე. მას გვერდს უმშვენებს გოგონა თამარ მეფის კოსტიუმით

2007 წლის „თბილისობას“ კი შეუერთდნენ პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობებიც. კადრში ჩანს ისტორია, სილამაზე და მარადისობა

თბილისელი მეარღნე 2007 წლის „თბილისობაზე“

„თბილისობა 2008“ - მუსიკოსები ცნობილი გოგირდის აბანოების წინ

ეს კი გასაოცარი ქართული ცეკვებია 2008 წლის „თბილისობის„ დღესასწაულზე. მათ გარეშე ხომ „თბილისობა“ წარმოუდგენელია