„თბილისობა-2022“: დედაქალაქის დღე წელს მასშტაბურად აღინიშნება

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკში„თბილისობა“
„თბილისობა“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2022
გამოწერა
წელს თბილისის მერიამ მოამზადა მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა, რომელიც დააინტერესებს როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს დედაქალაქში დილიდან აღინიშნება შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული - „თბილისობა-2022“.
დღესასწაული ორწლიანი პაუზის შემდეგ იმართება - 2020 წელს „თბილისობა" პანდემიის გამო გაუქმდა, შარშან კი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, მხოლოდ „საპატიო თბილისელების" დაჯილდოების ცერემონია და გაიმართა სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები გაიმართა.
წელს „თბილისობა“ ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე აღინიშნება: რიყის პარკში, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდზე, ასევე ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე.
თბილისობა-2022 - ღონისძიებების დეტალური პროგრამა >>
გარდა ამისა, „თბილისობისთვის“ მრავალფეროვანი პროგრამა თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმაც მოამზადა.
რიყის პარკში 11 საათიდან შესაძლებელი იქნება ყოველწლიურ გასტრონომიულ ფესტივალში მონაწილეობა, ქართული ეროვნული ტკბილეულის დაგემოვნება. დღესასწაულის ყველაზე ახალგაზრდა სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ სპორტულ შეჯიბრებებში. ორგანიზატორები სპეციალურად ბავშვებისთვის კონცერტს მოაწყობენ.
ეთნოგრაფიული მუზეუმი „თბილისობის“ დღესასწაულს მასშტაბურად აღნიშნავს >>
პარალელურად, ორბელიანის განახლებულ მოედანზე სტუმრებს ყვავილების ფესტივალი, ქართული კინოსა და მუსიკის პავილიონები, ბაზრობა და კოსტუმირებული კარნავალი ელოდება.
ევროპის მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება, შემდეგ კი საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია.
ყველა ახალი ამბავი
0