სენაკში შუალედური მაჟორიტარული არჩევნები დაიწყო

© Sputnik / STRINGERარჩევნები საქართველოში
არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2022
გამოწერა
НовостиTelegram
ახალი მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად გადამწყვეტი იქნება.
თბილისი, 1 ოქტომბერი - Sputnik. სენაკში მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური მაჟორიტარული არჩევნები მიმდინარეობს.
ამომრჩევლები სენაკის №64.04 საარჩევნო ოლქის სამ უბანზე მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ. სამივე უბანი თეკლათში, გოლასკურსა და ზემო ჭალადიდში დროულად გაიხსნა.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2.307-ს შეადგენს.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ცოტნე შუშანიას თქმით, სამივე საარჩევნო უბნის კომისიის წევრებმა გაიარეს გადამზადება, ტრენინგები, აპარატურა გამართულია და ყველა უბანზე პირველი ამომრჩეველი დაფიქსირდა.
მისივე თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიებში არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ განაცხადი არ გაუკეთებიათ.
შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია ორი საარჩევნო სუბიექტი: მამუკა ტუსკაძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის“ და ზაზა ყურაშვილი – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.
არჩევნები სენაკში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.
კერძოდ, სენაკში არჩევნებზე პირველად არის გამოყენებული სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატები, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩეველი ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეძლებს მისვლას და რეგისტრაციის (ვერიფიკაციის) პროცედურის გავლას. ცესკოს განცხადებით, ეს შეამცირებს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგებს და გაამარტივებს პროცედურას.
არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ვახტანგ წურწუმიას უფლებამოსილების შეწყვეტა გახდა.
სენაკის საკრებულო ამჟამად თავმჯდომარის გარეშეა დარჩენილი. სენაკის რაიონულმა სასამართლომ აგვისტოს შუა რიცხვებში უკანონოდ ცნო ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის ირაკლი კაჭარავას საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევა.
ახალი თავმჯდომარის არჩევა კი შეუძლებელია, რადგან საკრებულოში არც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და არც ოპოზიციას უმრავლესობა არ ჰყავთ. წურწუმიას წასვლის შემდეგ სენაკის საკრებულოში მმართველ პარტიას და ოპოზიციას 16–16 მანდატი აქვთ.
ამრიგად, ახალი მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად გადამწყვეტი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0