https://sputnik-georgia.com/20221001/floridasi-qarisxal-ians-42-adamiani-seewira-270945165.html
ფლორიდაში ქარიშხალ „იანს“ 42 ადამიანი შეეწირა - ვიდეო
ფლორიდაში ქარიშხალ „იანს“ 42 ადამიანი შეეწირა - ვიდეო
Sputnik საქართველო
ჯო ბაიდენმა სამხრეთ კაროლინას შტატში „იანის" მოახლოებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 01.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-01T12:47+0400
2022-10-01T12:47+0400
2022-10-01T12:49+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/11/250370006_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_7c0af0954c334cf5ac6c6a052bcf2515.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ფლორიდაში ქარიშხალ „იანის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა, იუწყება CNN ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ „იანის“ გადასვლა პოსტტროპიკულ ციკლონში სულაც არ ნიშნავს, რომ ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს“, - განუცხადეს ტელეარხს ქარიშხლების კონტროლის ეროვნულ ცენტრში.ადამიანური მსხვერპლისა და უამრავი დაზიანებული სახლის გარდა, „იანმა“ ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. პორტალ Poweroutage.com-ის მიხედვით, რომელიც აგროვებს ქსელური კომპანიების მონაცემებს, ადგილობრივი დროით 20:00 საათისთვის, ელექტროენერგიის გარეშე ფლორიდაში 1,5 მილიონზე მეტი მომხმარებელი რჩება, 147 ათასი - სამხრეთ კაროლინაში, თითქმის 285 ათასი - ჩრდილოეთ კაროლინაში და 58 ათასი - ვირჯინიაში.გუშინ ჯო ბაიდენმა სამხრეთ კაროლინას შტატში „იანის" მოახლოებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.ქარიშხალი „იანი“ 28 სექტემბერს ფლორიდის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს დაარტყა, რამაც მასშტაბური ნგრევა და წყალდიდობა გამოიწვია, 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი უშუქოდ დარჩა. სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და აეროპორტების მუშაობა პარალიზებულია.ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა ქარიშხლის შედეგად მიყენებულ ზიანს „ისტორიული“ უწოდა, ხოლო ერთ-ერთი ადგილობრივი მდინარის წყალდიდობა დაახასიათა როგორც მოვლენა, რომელიც ხუთი ათას წელიწადში ერთხელ ხდება.წყარო - CNN
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/11/250370006_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_fcfa20f0bb51d0da82196ec3e14baa8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, აშშ
ფლორიდაში ქარიშხალ „იანს“ 42 ადამიანი შეეწირა - ვიდეო
12:47 01.10.2022 (განახლებულია: 12:49 01.10.2022) ჯო ბაიდენმა სამხრეთ კაროლინას შტატში „იანის" მოახლოებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ფლორიდაში ქარიშხალ „იანის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა, იუწყება CNN ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
„იანი“ შემცირდა პოსტტროპიკულ ციკლონამდე მას შემდეგ, რაც პარასკევს სამხრეთ კაროლინას დაატყდა დამანგრეველი ქარი და სიცოცხლისთვის საშიში შტორმი, რომელმაც ფლორიდაში სულ მცირე 42 ადამიანი შეიწირა“, - ნათქვამია სტატიაში.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ „იანის“ გადასვლა პოსტტროპიკულ ციკლონში სულაც არ ნიშნავს, რომ ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს“, - განუცხადეს ტელეარხს ქარიშხლების კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
ადამიანური მსხვერპლისა და უამრავი დაზიანებული სახლის გარდა, „იანმა“ ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. პორტალ Poweroutage.com-ის მიხედვით, რომელიც აგროვებს ქსელური კომპანიების მონაცემებს, ადგილობრივი დროით 20:00 საათისთვის, ელექტროენერგიის გარეშე ფლორიდაში 1,5 მილიონზე მეტი მომხმარებელი რჩება, 147 ათასი - სამხრეთ კაროლინაში, თითქმის 285 ათასი - ჩრდილოეთ კაროლინაში და 58 ათასი - ვირჯინიაში.
გუშინ ჯო ბაიდენმა სამხრეთ კაროლინას შტატში „იანის" მოახლოებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ქარიშხალი „იანი“ 28 სექტემბერს ფლორიდის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს დაარტყა, რამაც მასშტაბური ნგრევა და წყალდიდობა გამოიწვია, 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი უშუქოდ დარჩა. სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და აეროპორტების მუშაობა პარალიზებულია.
ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა ქარიშხლის შედეგად მიყენებულ ზიანს „ისტორიული“ უწოდა, ხოლო ერთ-ერთი ადგილობრივი მდინარის წყალდიდობა დაახასიათა როგორც მოვლენა, რომელიც ხუთი ათას წელიწადში ერთხელ ხდება.