დღესასწაულის დაბრუნება: ქალაქის მკვიდრების რეაქცია „თბილისობაზე“ - ვიდეო

გამოწერა
„თბილისობა“ წელს პირველად აღინიშნება კორონავირუსის პანდემიის შემდეგ. ქალაქის მერმა კახა კალაძემ პირობა დადო, რომ დღესასწაული მასშტაბური იქნებოდა, რასაც ღონისძიებების პროგრამაც მოწმობს
ღონისძიებები იმართება ერთდროულად რიყის პარკში, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდზე, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე.
ჯამში, ქალაქის მკვიდრები კმაყოფილები არიან ღონისძიებების მრავალფეროვნებით. მათ მონაწილეობა მიიღეს ჩურჩხელის დამზადებაში და „შოთი“ პურების ცხობაში, ასევე გაიმრათა კონცერტები.
პირველად დღესასწაული ხმაურიანად 1979 წლის ოქტომბერში აღინიშნა, თუმცა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო 1989-1994 წლებში „თბილისობა“ აღარ გამართულა. სხვა წლებში კი „თბილისობა“ მუდამ გამოირჩეოდა მხიარულებით, სილამაზითა და მრავალი ნუგბარით.
ყველა ახალი ამბავი
0