https://sputnik-georgia.com/20221001/devnilebsa-da-ekomigrantebs-sasoflo-sameurneo-teqnika-gadaeca-270954275.html
დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა
დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა
Sputnik საქართველო
დევნილებისა და ეკომიგრანტების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებს სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს. 01.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-01T16:32+0400
2022-10-01T16:32+0400
2022-10-01T16:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24636/28/246362895_0:158:3000:1846_1920x0_80_0_0_fb9f6c832203d0b71f5875dd02d4f0a8.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით ხელის ტრაქტორები გადასცა, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა იძულებით გადაადგილებულ 107 პირს გადაეცა, მათგან 86-ს - შიდა ქართლის რეგიონში.როგორც დევნილთა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი მხეიძემ განაცხადა, ამ პროგრამის მთავარი მიზანი სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენაა.დევნილებისა და ეკომიგრანტების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებს სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს. უწყების ცნობით, ამ მიმართულებით მუშაობა მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24636/28/246362895_165:0:2836:2003_1920x0_80_0_0_bec4ae465c8b5e9f8d60e56aa54c5f36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა
დევნილებისა და ეკომიგრანტების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებს სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით ხელის ტრაქტორები გადასცა, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა იძულებით გადაადგილებულ 107 პირს გადაეცა, მათგან 86-ს - შიდა ქართლის რეგიონში.
როგორც დევნილთა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი მხეიძემ განაცხადა, ამ პროგრამის მთავარი მიზანი სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენაა.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ სოფლად განსახლების შემდეგ დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს საკუთარი საქმიანობის წამოწყებაში თუ გაფართოებაში შევუწყოთ ხელი. მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო, სრულად ინტეგრირდნენ და აღარ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფოს დახმარებაზე“, - განაცხადა ირაკლი მხეიძემ.
დევნილებისა და ეკომიგრანტების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებს სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს. უწყების ცნობით, ამ მიმართულებით მუშაობა მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.