დედაქალაქის მერმა მოსახლეობას „თბილისობა“ მიულოცა

© photo: Sputnik / Stringerთბილისობა-2022
თბილისობა-2022 - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2022
გამოწერა
თბილისის დღეს საქართველოს დედაქალაქში წელს 38-ედ აღინიშნავენ.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. დედაქალაქის მერი კახა კალაძე ორბელიანის მოედანსა და რიყის პარკში „თბილისობა 2022“-სადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაესწრო.
შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული - „თბილისობა-2022“ საქართველოს დედაქალაქში ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე დილიდან აღინიშნება. 2020 წელს „თბილისობა" პანდემიის გამო გაუქმდა, შარშან კი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.
© photo: Sputnik / Stringerსადღესასწაულო ღონისძიებები ეთნოგრაფიულ მუზეუმში. „თბილისობა-2022"
Праздничные мероприятия в этнографическом музее. Праздник Тбилисоба в столице Грузии 1 октября 2022 года - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2022
სადღესასწაულო ღონისძიებები ეთნოგრაფიულ მუზეუმში. „თბილისობა-2022"
თბილისის მერმა ორბელიანის მოედანზე განთავსებული პავილიონები პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, ბაქოს მერის ელდარ აზიზოვის, ზაარბრიუკენის მერის უვე კონრატის და დოჰას მერის მანსურ აჯრან ალ-ბუაინაინის თანხლებით დაათვალიერა.
„ორწლიანი პაუზის შემდეგ, სახალხო დღესასწაულს – „თბილისობას“ აღვნიშნავთ. ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანია გამოსული, აღნიშნავენ და ერთობიან. ყველანაირი პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ეს ორი დღე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის საინტერესო იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას „თბილისობის“ დღესასწაული მიულოცა და ყოველდღიურ ცხოვრებაში სიხარული, ბედნიერება და წარმატებები უსურვა.
„დედაქალაქის მერია ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს დღესასწაული, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, წარმატებული იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
© photo: Sputnik / Stringerსადღესასწაულო ღონისძიებები ეთნოგრაფიულ მუზეუმში. „თბილისობა-2022"
Праздничные мероприятия в этнографическом музее. Праздник Тбилисоба в столице Грузии 1 октября 2022 года - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2022
სადღესასწაულო ღონისძიებები ეთნოგრაფიულ მუზეუმში. „თბილისობა-2022"
ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია ძველი თბილისის სტილშია მოწყობილი. პროექტის დეკორირებისას გამოყენებულია ტრადიციული თემატიკა, სადარბაზოს, აივნებისა და სხვა არქიტექტურული და მხატვრული კომპოზიციის სახით. ტერიტორიაზე წარმოდგენილია ე.წ. თბილისური უბანი, სადაც თეატრალიზებული კოსტიუმირებული პერფორმანსი იმართება. გარდა ამისა, ორბელიანის მოედანზე განთავსებულია თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები, ინსტალაციები, სამეწარმეო და კვების ზონები.
© photo: Sputnik / Stringerსადღესასწაულო ღონისძიებები ეთნოგრაფიულ მუზეუმში. „თბილისობა-2022"
Праздничные мероприятия в этнографическом музее. Праздник Тбилисоба в столице Грузии 1 октября 2022 года - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2022
სადღესასწაულო ღონისძიებები ეთნოგრაფიულ მუზეუმში. „თბილისობა-2022"
რაც შეეხება რიყის პარკს, ტერიტორიაზე ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ინსტალაცია იქნება წარმოდგენილი და გაიმართება ძველი ქართული ფილმების კინოჩვენება. ასევე მოეწყობა გამოფენები, საბავშვო კონცერტები და სპორტული აქტივობები, სამეწარმეო ბაზრობა, ტკბილეულის ფესტივალი და სხვა.
ორბელიანის მოედნისა და რიყის პარკის გარდა, საზეიმო ღონისძიებები ლეღვთახევში, ასევე გუდიაშვილისა და ევროპის მოედნებზე მიმდინარეობს. ხვალ კი გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია.
© photo: Sputnik / Stringerსადღესასწაულო ღონისძიებები ეთნოგრაფიულ მუზეუმში. „თბილისობა-2022"
Праздничные мероприятия в этнографическом музее. Праздник Тбилисоба в столице Грузии 1 октября 2022 года - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2022
სადღესასწაულო ღონისძიებები ეთნოგრაფიულ მუზეუმში. „თბილისობა-2022"
ორბელიანის მოედანსა და რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებებს მერის მოადგილეები ანდრია ბასილაია და კახა გულედანი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
წელს „თბილისობა“ 38-ედ აღინიშნება. პირველად ეს დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს, თუმცა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო 1989-1994 წლებში „თბილისობა“ არ გამართულა. ყოველ ჯერზე თბილისის დღე გამოირჩეოდა მხიარულებით, სილამაზითა და გემრიელი ნუგბარით. დღესასწაულზე მისულებს ემოსათ ეროვნული სამოსი, ღვინო კი მდინარესათვის მოედინებოდა, იყო უამრავი სახეობის ხილი, მწვადები, ყვავილები და ღიმილიანი სახეები. „თბილისობას“ ტრადიციულად ესწრებოდნენ ქვეყნის პირველი პირებიც, საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები, ანსამბლები და ქალაქის საპატიო სტუმრები. „თბილისობა“ ყოველთვის განასახიერებდა ამ ისტორიული ქალაქის მრავალეროვნულობას, მის კოლორიტს, თბილისურ სულსა და ხასიათს.
ყველა ახალი ამბავი
0