ცესკო: სენაკში მაჟორიტარულ არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი იგებს

© photo: Sputnik / Stringerცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი
ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2022
გამოწერა
არჩევნების შედეგების სწრაფი შეჯამება შესაძლებელი გახდა ხმების ელექტრონული დათვლის სისტემის გამოყენების შედეგად
თბილისი, 1 ოქტომბერი– Sputnik. ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა გაიმარჯვა, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.
მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1021-მა ამომრჩეველმა, რაც ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44,26%-ია.
ხმების 96,68% - 962 ხმა ზაზა ყურაშვილმა მიიღო, ხოლო 3,32% - 33 ხმა - მისმა კონკურენტმა პარტიიდან „სოციალური სამართლიანობისთვის“ მამუკა ტუსკაძემ.
არჩევნების შედეგების სწრაფი შეჯამება შესაძლებელი გახდა ხმების ელექტრონული დათვლის სისტემის გამოყენების შედეგად.
არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ყურაშვილი საკრებულოს დეპუტატი გახდება, ხოლო „ქართული ოცნება“ მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობას (ერთი ხმით) მოიპოვებს.
ყველა ახალი ამბავი
0