არჩევნები 2022: სენაკში ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2022
გამოწერა
მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან მამუკა ტუსკაძე პარტიიდან „სოციალური სამართლიანობისთვის“ და ზაზა ყურაშვილი „ქართული ოცნებიდან“
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური მაჟორიტარული არჩევნებისთვის გახსნილი სამივე უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა და ხმების დათვლა დაიწყო.
ამ დროისთვის კომისიის წევრები ბეჭდავენ ხმების ელექტრონული დათვლის მონაცემებს, რის შემდეგაც ხმებს ხელით გადათვლიან.
ხმის მიცემის პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა. 17:00 საათისთვის აქტივობამ 36,8% შეადგინა.
მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან მამუკა ტუსკაძე პარტიიდან „სოციალური სამართლიანობისთვის“ და ზაზა ყურაშვილი „ქართული ოცნებიდან“.
ხმების დათვლას თვალს ადევნებს 22 დამკვირვებელი სამი ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 4 დამკვირვებელი ერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან. არჩევნებს 11 მედიასაშუალების 141 ჟურნალისტი აშუქებს.
ყველა ახალი ამბავი
0