პუტინი: დასავლეთს სურს, რომ რუსეთი კოლონიად იხილოს

© photo: Sputnik / Mikhail Klimentiev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2022
გამოწერა
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. დასავლეთს სურს, რომ რუსეთი კოლონიად იხილოს, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში სიტყვით გამოსვლისას.

„ისინი გვისურვებენ არა თავისუფლებას, არამედ სურთ გვიხილონ როგორც კოლონია; სურთ გვიხილონ არა როგორც თავისუფალი საზოგადოება, არამედ როგორც უსულო მონების ბრბო“, — თქვა მან.

ვლადიმირ პუტინმა დღეს ხელი მოაწერა რუსეთის მიერ სახალხო რესპუბლიკებად აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ დოკუმენტებს. ამ გადაწყვეტილებას მოსკოვმა საფუძვლად 23-27 სექტემბერს აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმების შედეგები დაუდო. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ოთხივე რეგიონის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას.
ყველა ახალი ამბავი
0