პუტინი: „რუსეთთან მიერთება მილიონობით ადამიანის ნებაა“

  - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2022
გამოწერა
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა მილიონობით ადამიანის ნებაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც რუსეთთან ახალი ტერიტორიების მიერთების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით კრემლში სიტყვით გამოვიდა.

„თქვენ იცით, რომ დონეცკსა და ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში რეფერენდუმები გაიმართა. მათი შედეგები დაჯამებულია. შედეგები ცნობილია, ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა — ერთმნიშვნელოვანი არჩევანი, დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ ხელშეკრულებებს რუსეთის შემადგენლობაში დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მიღების შესახებ“, — თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ფედერალური კრება მხარს დაუჭერს რუსეთის შემადგენლობაში ოთხი ახალი რეგიონის მიღებას, „რადგან ეს მილიონობით ადამიანის ნებაა“.
„ადამიანების განუყოფელი უფლება, რომელიც დაფუძნებულია ისტორიულ ერთიანობაზე, რომლის სახელითაც გაიმარჯვეს ჩვენი წინაპრების თაობებმა, მათი თანასწორობისა და თვითგამორკვევის უფლება დაფიქსირებულია გაეროს წესდებაში", — განაცხადა პუტინმა.
დონეცკისა და ლუგანსკის რუსეთის მიერ აღიარებულ სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმები 23-დან 27 სექტემბრის ჩათვლით გაიმართა. მოსკოვის განცხადებით, ოთხივე რეგიონის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას. ხმების დათვლის შემდეგ ოთხივე ტერიტორიის პრორუსული ხელმძღვანელები მოსკოვში ჩავიდნენ და ვლადიმირ პუტინს რეგიონების რუსეთში შემადგენლობაში მიღების თხოვნით მიმართეს.
ყველა ახალი ამბავი
0