რა ეტაპზეა ბათუმი-ახალციხის გზის რეაბილიტაცია

© Roads Department of Georgiaბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთი
ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2022
გამოწერა
განახლებული გზით ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1,5 სთ-ით შემცირდება.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო–ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი
უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მიდის.

„ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს როგორც გზის ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, ისე ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. პროექტის ფარგლებში ხულო–ზარზმის ორზოლიანი გზის მონაკვეთზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი", – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი ორ მონაკვეთადაა დაყოფილი, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჯამში 42-კილომეტრიან გზას უტარდება. პირველი მონაკვეთი ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდება მეორე კი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების საერთო ღირებულება 95,7 მლნ ლარს შეადგენს.
ხულო–ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას, რადგან იგი აკავშირებს ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმთან და თბილისთან.
საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაც. ამასთან, განახლებული გზით ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1,5 სთ-ით შემცირდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0