საქართველოს კულინარიული პოტენციალით National Geographic Traveller Food დაინტერესდა

© Georgian National Tourism Administration National Geographic Traveller Food-ის ჟურნალისტი თბილისში
 National Geographic Traveller Food-ის ჟურნალისტი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2022
გამოწერა
ტურის ფარგლებში ჟურნალისტი ძველ თბილისს ეწვია, დაათვალიერა ღვინის მუზეუმი და ბაზარი.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემის National Geographic-ის სამოგზაურო-კულინარიული პორტალი National Geographic Traveller Food საქართველოს შესახებ სტატიას ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
გამოცემის ჟურნალისტის ჯენიფერ ჰათამსის საქართველოში ვიზიტს ორგანიზება ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაუწია.
© Georgian National Tourism AdministrationNational Geographic Traveller Food-ის ჟურნალისტი თბილისს სტუმრობს
Национальная администрация туризма принимает журналистов National Geographic Traveller Food - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2022
National Geographic Traveller Food-ის ჟურნალისტი თბილისს სტუმრობს
სპეციალურად ჯენიფერ ჰათამსისთვის გაიმართა ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერ-კლასი. ქართული ტრადიციული კერძების მომზადებაში მონაწილეობა მიიღო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
„ეს ჩვენთვის კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობაა – ჩვენი კულინარია, რითაც მსოფლიო მასშტაბით ასე ვამაყობთ, გავაცნოთ პოტენციურ ვიზიტორებს აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან თუ ევროპიდან. ამ გამოცემას მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს. ეს დიდი აუდიტორიაა ჩვენი ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად“, – განაცხადა ჯანიაშვილმა.
ტურის ფარგლებში ჟურნალისტი ძველ თბილისს ეწვია, დაათვალიერა ღვინის მუზეუმი და ბაზარი.
როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, National Geographic Traveller Food-ის სტატია ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული ადგილებისა და გასტროტურიზმის პოპულარიზაციას დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ევროპაში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0