https://sputnik-georgia.com/20220930/crdiloetis-nakadebis-diversia-270912343.html
მოსაზრება: ვის მერკანტილურ ინტერესშია „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ განხორციელებული ტერაქტები
მოსაზრება: ვის მერკანტილურ ინტერესშია „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ განხორციელებული ტერაქტები
Sputnik საქართველო
ვადიმ პავლოვი 30.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-30T16:31+0400
2022-09-30T16:31+0400
2023-08-17T12:48+0400
ანალიტიკა
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/02/265695222_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_e18dc9d7b84613b99f091099722611f5.jpg
ვადიმ პავლოვიაფეთქებებმა ბალტიის ზღვაში, რომლის ფსკერზეც „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენები გადის, განუსაზღვრელი დროით გამოიყვანა მწყობრიდან ორივე მილსადენი. შედეგად, ზამთრის მოლოდინში და ენერგეტიკული კრიზისის პირობებში ევროკავშირი პრაქტიკულად მოსწყდა რუსულ „ცისფერ საწვავს“.გამოძიება გრძელდება, მაგრამ ზოგიერთმა დასავლელმა ლიდერმა უკვე მოასწრო რუსეთის დადანაშაულება.ავარია კი არა - დივერსია26 სექტემბერს, საღამოს ბორნჰოლმის (დანია) კუნძულთან „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის ორივე განშტოებასა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ერთ განშტოებაზე დაფიქსირდა წნევის მკვეთრი ვარდნა. აღმოაჩინეს გაჟონვა. მოგვიანებით გაირკვა გაჟონვის მიზეზიც.დანიის ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა კრისტოფერ ბეტცაუმ განაცხადა, რომ გაზსადენი შეიძლებოდა განზრახ დაეზიანებინათ, ვინაიდან საუბარი იყო არა „პატარა ბზარზე“, არამედ „მართლაც მოზრდილ ხვრელზე“.აღსანიშნავია, რომ მილები იქმნება მკაცრი საპროექტო მოთხოვნების შესაბამისად. ისინი უნდა უძლებდნენ მსოფლიოში არსებული ნებისმიერი ღუზის დაცემას.მოგვიანებით გაირკვა ასევე, რომ მილებში წნევის ვარდნამდე ცოტა ხნით ადრე დანიასა და შვედეთში სეისმოლოგებმა დააფიქსირეს მძლავრი აფეთქებები რაიონებში, სადაც მილებიდან გაზმა გაჟონა.შვედეთის ნაციონალური სეისმოლოგიური ქსელის სპეციალისტმა ბიორნ ლუნდმა აღნიშნა: ავარიის მიზეზი იყო ორი წყალქვეშა აფეთქება, რომელთა სიმძლავრე სულ მცირე ასი კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტურია.დასავლეთშიც ეჭვი აღარ ეპარებათ: საუბარია დივერსიასა და საბოტაჟზე. ევროპის მიმართულებით ორი მძლავრი გაზსადენი გამოყვანილია მწყობრიდან.დივერსიად მიიჩნევენ მომხდარს აგრეთვე ევროპული დიპლომატიის თავკაცი ჟოზეპ ბორელი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ასევე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი და სხვები. პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ევროდეპუტატმა რადოსლავ სიკორსკიმ კი სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა შემთხვევის ადგილის ფოტოები და კომენტარებში მომხდარისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ს.განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ჯერ არ ადასტურებს საბოტაჟის შესახებ ცნობებს, და დასძინა, რომ ასეთი ქმედებები „არ შეესაბამება არავის ინტერესებს“.ტერაქტის წინაპირობები„ჩრდილოეთის ნაკადებზე“ დივერსიის შესახებ ცნობები ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა ცივი გონებით გაანალიზებისას შეიძლება მთლიანი სურათის აწყობა.„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის იდეას ჩანასახშივე გამოუჩნდა უამრავი მოწინააღმდეგე.მათ შორის სხვადასხვა მიზეზით მოხვდნენ, მაგალითად, უკრაინა და პოლონეთი (რომელიც თავს მიიჩნევს გერმანიის მეტოქედ ევროკავშირში გაზის სფეროში ლიდერობისთვის), რომელთაც არ სურდათ ტრანზიტიდან შემოსავლისა და რუსეთზე ზეწოლის ბერკეტის დაკარგვა; აშშ, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში სურდა ევროპისთვის თავს მოეხვია უფრო ძვირადღირებული თხევადი აირი და ბებერი კონტინენტიდან გაეძევებინა არასასურველი კონკურენტი; ასევე ტრადიციულად ნებისმიერ შემთხვევაში ანტირუსულად განწყობილი ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.ამ წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში ბოლოს მოუღებდა „ჩრდილოეთის ნაკად-2“-ს.22 თებერვალს რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გერმანიამ „შეაჩერა“ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიკაცია. ეს მხოლოდ საბაბი იყო – ბერლინი ახალი გაზსადენის მშენებლობის ლიცენზიის გაცემას 2021 წლის დეკემბრიდან აჭიანურებდა.უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ევროპაში რუსული გაზის მიწოდება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.აპრილში პოლონეთმა „გაზპრომი“ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, მოუსპო რუსულ კომპანიას, როგორც კომპანია Europol Gaz-ის აქციონერს, უფლებამოსილების შესრულებისა და დივიდენდების მიღების შესაძლებლობა. ამის საპასუხოდ „გაზპრომი“ იძულებული იყო, შეეჩერებინა გაზის მიწოდება ამ გაზსადენით.პოლონეთის კვალდაკვალ რუსეთიდან სატრანზიტო გაზის მიღება „სოხრანოვკას“ სადგურზე კიევმაც შეწყვიტა და გააჩერა მხოლოდ სადგური „სუჯა“. ამგვარად, უკრაინამ ცალმხრივად ორჯერ შეამცირა ევროპაში გაზის მიწოდება.ივნისში ანტირუსული სანქციების გამო პრობლემა შეექმნა „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-სთვის Siemens-ის გარემონტებული ტურბინის კანადიდან რუსეთში დაბრუნებას. ამიტომ ევროპაში ამ მარშრუტით გაზის მიწოდება 40%-ით შემცირდა.ივლისში მიწოდება კიდევ 20%-ით შემცირდა მეორე ტურბინის გაჩერების გამო, რადგან ამოიწურა კაპიტალურ შეკეთებამდე დროებითი სამუშაოების ჩატარების ვადა.ამ ყველაფერს მოჰყვა „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის მუშაობის შეწყვეტა აგვისტოს ბოლოს ტურბინაში აღმოჩენილი გაუმართაობისა და Siemens-ის მხრიდან რემონტის შესაძლებლობის არარსებობის გამო.ამგვარად, სექტემბრიდან რუსეთმა სხვადასხვა მიზეზით შეწყვიტა გაზის ექსპორტი ექვსიდან სამი მარშრუტით. დარჩა მხოლოდ „თურქული“ და „ცისფერი“ ნაკადები, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენი.სექტემბრის დასაწყისში „უკრაინის ნაფტოგაზმა“ გადაწყვიტა, „გაზპრომის“ წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეეტანა. მიზეზი – რუსული მხარის მიერ „სოხრანოვკას“ გავლით სატრანზიტო მომსახურებისთვის თანხის გადაუხდელობა იყო. იმ მომსახურებისთვის, რომლის გაწევაზეც უკრაინამ ცალმხრივად თქვა უარი ჯერ კიდევ მაისში.„გაზპრომის“ პოზიცია ამ საკითხზე ნათელია: უკრაინის მხრიდან სარჩელების შეტანის მცდელობების გაგრძელების შემთხვევაში მის წინააღმდეგ მიიღებენ სანქციებს, რომლებმაც შეიძლება უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტის სრული გაჩერება გამოიწვიოს.22 სექტემბერს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აღკვეთა უკრაინული სპეცსამსახურების დივერსიულ-ტერორისტული აქტი ერთ-ერთ გაზსადენზე. გაზსადენის სახელწოდება არ არის დაკონკრეტებული, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს „თურქული ნაკადი“.ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ აფეთქებები მოხდა „ჩრდილოეთის ნაკადებზე“. მართალია, ამ მომენტისთვის ამ მილებით ტრანზიტი არ ხორციელდებოდა, მაგრამ მილებში გაზი იყო და მიწოდება შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში, გერმანიასთან შეთანხმებისთანავე განახლებულიყო.დამთხვევები?რა მოხდა სინამდვილეში კუნძულ ბორნჰოლმთან?ივნისში ბალტიის ზღვაში, კუნძულ ბორნჰოლმის რაიონში ჩატარდა წვრთნები BALTOPS 2022. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტმა კვლევით და სამხედრო ცენტრებთან პარტნიორობით წარადგინა უპილოტო წყალქვეშა აპარატების სფეროში თავისი უკანასკნელი მიღწევები.Flightradar24-ისა და ads-b.nl-ის მონაცემებით, სექტემბრის დასაწყისიდან კუნძულ ბორნჰოლმის რაიონში უცნაური მარშრუტით საათობით ტრიალებდნენ აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენები. მათი მანევრები ზუსტად „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებული ადგილების უშუალო სიახლოვეს გადიოდა.დივერსიამდე ერთი კვირით ადრე გაზსადენის ინფრასტრუქტურასთან ახლოს, ბალტიის ზღვის აკვატორიაში პოლონურ ნავსადგურებში გდინიასა და გდანსკში შეცურეს ამერიკულმა სადესანტო ხომალდებმა „კირსარჟმა“ და „გასტონ ჰოლმა“.ხოლო აფეთქების წინა დღეს გდინიის ნავსადგურში შეცურა ამერიკულმა სარაკეტო გამანადგურებელმა „პოლ იგნაციუსმა“. რამდენიმესაათიანი ვიზიტის მიზანი იყო საბრძოლო მზადყოფნის აღდგენა.სიტუაცია დაახლოებით ასე გამოიყურება: ზაფხულში გაზსადენების მახლობლად გამოსცადეს წყალქვეშა უპილოტო აპარატები, რომელთაც ზღვის ფსკერზე მილებამდე მიღწევა შეეძლოთ, სექტემბერში ავიაციამ ტერიტორია დაზვერა, დივერსიამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვიდნენ მომზადებული სამხედრო სპეციალისტები, შემდეგ შემოიტანეს იარაღი, ჩაატარეს ოპერაცია, სპეციალისტები წაიყვანეს და ყველამ ერთად დატოვა რეგიონი, შემდეგ კი იყო აფეთქებები.მაგრამ ეს მხოლოდ კონსპიროლოგიაა.ვინ რჩება მოგებული?XXI საუკუნემდე აშშ არ ითვლებოდა სერიოზულ მოთამაშედ გაზის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის. შტატებს საზღვარგარეთ გაჰქონდა შედარებით მცირე მოცულობა, ისიც კანადასა და მექსიკაში.თუმცა XXI საუკუნეში სიტუაცია ნელ-ნელა შეიცვალა – ამერიკული გაზის ექსპორტი გაიზარდა. პრიორიტეტი, რასაკვირველია, გახდა ევროპის გაზის ბაზრიდან პირდაპირი კონკურენტის - რუსეთის გაძევება.აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს მონაცემებით, 2021 წლისთვის აშშ-ს თავისი „ცისფერი საწვავი“ გაჰქონდა უკვე მსოფლიოს 41 ქვეყანაში, თანაც რეკორდული მოცულობით.2021 წელს შეერთებულმა შტატებმა მიაღწია ევროპაში გაზის ექსპორტის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს – 22 მლრდ კუბომეტრს. ევროკომისიის მონაცემებით, მისი ღირებულება 12 მილიარდი ევრო იყო.2022 წლის პირველ ნახევარში კი, ევროსტატის მონაცემებით, შტატებმა ევროკავშირში 20 მილიარდი კუბომეტრი აირი გაიტანა.თხევადი აირის ევროპულ ბაზარზე აშშ-ის წილი რეკორდულ 32%-მდე გაიზარდა.თუ ტენდენცია გაგრძელდება, ვაშინგტონი მიმდინარე წლის ბოლომდე რეკორდის გაორმაგებას შეძლებს და ევროპას 40 მილიარდამდე კუბომეტრ აირს მიჰყიდის.ამასთან, გაზის გაძვირების გათვალისწინებით, ამერიკელი ტრეიდერები გასულ წელთან შედარებით შემოსავალს ოთხჯერ გაზრდიან.რუსულ ენერგორესურსებზე უარის ფონზე ევროკავშირი ცდილობს თხევადი აირის დამატებითი ტერმინალების მოწესრიგებას. შეერთებული შტატებიც მზადაა, ევროპას ახლო მომავალში თხევადი აირის დამატებითი მოცულობა შესთავაზოს.შეიძლება იმ ფაქტის მოშველიებაც, რომ ევროპაში ნავთობზე ემბარგოს დაწესების შემდეგ შტატებმა ევროკავშირისთვის თავისი ნავთობის მიყიდვაც დააპირა.ევროკავშირში გაძვირებული ენერგორესურსების გამო მრეწველობის დახურვაც არ არის დასავიწყებელი. სად გადაინაცვლებენ ევროპელი საწარმოები? ნათელია, რომ აშშ ასეთ გემრიელ ლუკმას არ დათმობს.აშშ-ის ყველა ამ ეკონომიკური სარგებლის გარდა, იკვეთება გეოპოლიტიკური სარგებელიც – ევროპის გადაყვანა რუსული გაზიდან ამერიკულზე. ევროკავშირის ქვეყნებში მასობრივი პროტესტების ფონზე აშშ-სთვის ევროპის ძლიერი დამოკიდებულება ამერიკაზე ხელსაყრელი იქნება.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/02/265695222_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_6a652a439d2ec9b52c63d1bbef9a7e4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
ანალიტიკა, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
აფეთქებებმა ბალტიის ზღვაში, რომლის ფსკერზეც „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენები გადის, განუსაზღვრელი დროით გამოიყვანა მწყობრიდან ორივე მილსადენი. შედეგად, ზამთრის მოლოდინში და ენერგეტიკული კრიზისის პირობებში ევროკავშირი პრაქტიკულად მოსწყდა რუსულ „ცისფერ საწვავს“.
გამოძიება გრძელდება, მაგრამ ზოგიერთმა დასავლელმა ლიდერმა უკვე მოასწრო რუსეთის დადანაშაულება.
26 სექტემბერს, საღამოს ბორნჰოლმის (დანია) კუნძულთან „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის ორივე განშტოებასა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ერთ განშტოებაზე დაფიქსირდა წნევის მკვეთრი ვარდნა. აღმოაჩინეს გაჟონვა. მოგვიანებით გაირკვა გაჟონვის მიზეზიც.
დანიის ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა კრისტოფერ ბეტცაუმ განაცხადა, რომ გაზსადენი შეიძლებოდა განზრახ დაეზიანებინათ, ვინაიდან საუბარი იყო არა „პატარა ბზარზე“, არამედ „მართლაც მოზრდილ ხვრელზე“.
აღსანიშნავია, რომ მილები იქმნება მკაცრი საპროექტო მოთხოვნების შესაბამისად. ისინი უნდა უძლებდნენ მსოფლიოში არსებული ნებისმიერი ღუზის დაცემას.
მოგვიანებით გაირკვა ასევე, რომ მილებში წნევის ვარდნამდე ცოტა ხნით ადრე დანიასა და შვედეთში სეისმოლოგებმა დააფიქსირეს მძლავრი აფეთქებები რაიონებში, სადაც მილებიდან გაზმა გაჟონა.
შვედეთის ნაციონალური სეისმოლოგიური ქსელის სპეციალისტმა ბიორნ ლუნდმა აღნიშნა: ავარიის მიზეზი იყო ორი წყალქვეშა აფეთქება, რომელთა სიმძლავრე სულ მცირე ასი კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტურია.
დასავლეთშიც ეჭვი აღარ ეპარებათ: საუბარია დივერსიასა და საბოტაჟზე. ევროპის მიმართულებით ორი მძლავრი გაზსადენი გამოყვანილია მწყობრიდან.
დივერსიად მიიჩნევენ მომხდარს აგრეთვე ევროპული დიპლომატიის თავკაცი ჟოზეპ ბორელი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ასევე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი და სხვები. პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ევროდეპუტატმა რადოსლავ სიკორსკიმ კი სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა შემთხვევის ადგილის ფოტოები და კომენტარებში მომხდარისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ს.
განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ჯერ არ ადასტურებს საბოტაჟის შესახებ ცნობებს, და დასძინა, რომ ასეთი ქმედებები „არ შეესაბამება არავის ინტერესებს“.
„ჩრდილოეთის ნაკადებზე“ დივერსიის შესახებ ცნობები ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა ცივი გონებით გაანალიზებისას შეიძლება მთლიანი სურათის აწყობა.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის იდეას ჩანასახშივე გამოუჩნდა უამრავი მოწინააღმდეგე.
მათ შორის სხვადასხვა მიზეზით მოხვდნენ, მაგალითად, უკრაინა და პოლონეთი (რომელიც თავს მიიჩნევს გერმანიის მეტოქედ ევროკავშირში გაზის სფეროში ლიდერობისთვის), რომელთაც არ სურდათ ტრანზიტიდან შემოსავლისა და რუსეთზე ზეწოლის ბერკეტის დაკარგვა; აშშ, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში სურდა ევროპისთვის თავს მოეხვია უფრო ძვირადღირებული თხევადი აირი და ბებერი კონტინენტიდან გაეძევებინა არასასურველი კონკურენტი; ასევე ტრადიციულად ნებისმიერ შემთხვევაში ანტირუსულად განწყობილი ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.
ამ წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში ბოლოს მოუღებდა „ჩრდილოეთის ნაკად-2“-ს.
22 თებერვალს რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გერმანიამ „შეაჩერა“ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიკაცია. ეს მხოლოდ საბაბი იყო – ბერლინი ახალი გაზსადენის მშენებლობის ლიცენზიის გაცემას 2021 წლის დეკემბრიდან აჭიანურებდა.
უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ევროპაში რუსული გაზის მიწოდება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
აპრილში პოლონეთმა „გაზპრომი“ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, მოუსპო რუსულ კომპანიას, როგორც კომპანია Europol Gaz-ის აქციონერს, უფლებამოსილების შესრულებისა და დივიდენდების მიღების შესაძლებლობა. ამის საპასუხოდ „გაზპრომი“ იძულებული იყო, შეეჩერებინა გაზის მიწოდება ამ გაზსადენით.
პოლონეთის კვალდაკვალ რუსეთიდან სატრანზიტო გაზის მიღება „სოხრანოვკას“ სადგურზე კიევმაც შეწყვიტა და გააჩერა მხოლოდ სადგური „სუჯა“. ამგვარად, უკრაინამ ცალმხრივად ორჯერ შეამცირა ევროპაში გაზის მიწოდება.
ივნისში ანტირუსული სანქციების გამო პრობლემა შეექმნა „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-სთვის Siemens-ის გარემონტებული ტურბინის კანადიდან რუსეთში დაბრუნებას. ამიტომ ევროპაში ამ მარშრუტით გაზის მიწოდება 40%-ით შემცირდა.
ივლისში მიწოდება კიდევ 20%-ით შემცირდა მეორე ტურბინის გაჩერების გამო, რადგან ამოიწურა კაპიტალურ შეკეთებამდე დროებითი სამუშაოების ჩატარების ვადა.
ამ ყველაფერს მოჰყვა „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის მუშაობის შეწყვეტა აგვისტოს ბოლოს ტურბინაში აღმოჩენილი გაუმართაობისა და Siemens-ის მხრიდან რემონტის შესაძლებლობის არარსებობის გამო.
ამგვარად, სექტემბრიდან რუსეთმა სხვადასხვა მიზეზით შეწყვიტა გაზის ექსპორტი ექვსიდან სამი მარშრუტით. დარჩა მხოლოდ „თურქული“ და „ცისფერი“ ნაკადები, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენი.
სექტემბრის დასაწყისში „უკრაინის ნაფტოგაზმა“ გადაწყვიტა, „გაზპრომის“ წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეეტანა. მიზეზი – რუსული მხარის მიერ „სოხრანოვკას“ გავლით სატრანზიტო მომსახურებისთვის თანხის გადაუხდელობა იყო. იმ მომსახურებისთვის, რომლის გაწევაზეც უკრაინამ ცალმხრივად თქვა უარი ჯერ კიდევ მაისში.
„გაზპრომის“ პოზიცია ამ საკითხზე ნათელია: უკრაინის მხრიდან სარჩელების შეტანის მცდელობების გაგრძელების შემთხვევაში მის წინააღმდეგ მიიღებენ სანქციებს, რომლებმაც შეიძლება უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტის სრული გაჩერება გამოიწვიოს.
22 სექტემბერს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აღკვეთა უკრაინული სპეცსამსახურების დივერსიულ-ტერორისტული აქტი ერთ-ერთ გაზსადენზე. გაზსადენის სახელწოდება არ არის დაკონკრეტებული, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს „თურქული ნაკადი“.
ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ აფეთქებები მოხდა „ჩრდილოეთის ნაკადებზე“. მართალია, ამ მომენტისთვის ამ მილებით ტრანზიტი არ ხორციელდებოდა, მაგრამ მილებში გაზი იყო და მიწოდება შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში, გერმანიასთან შეთანხმებისთანავე განახლებულიყო.
რა მოხდა სინამდვილეში კუნძულ ბორნჰოლმთან?
ივნისში ბალტიის ზღვაში, კუნძულ ბორნჰოლმის რაიონში ჩატარდა წვრთნები BALTOPS 2022. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტმა კვლევით და სამხედრო ცენტრებთან პარტნიორობით წარადგინა უპილოტო წყალქვეშა აპარატების სფეროში თავისი უკანასკნელი მიღწევები.
Flightradar24-ისა და ads-b.nl-ის მონაცემებით, სექტემბრის დასაწყისიდან კუნძულ ბორნჰოლმის რაიონში უცნაური მარშრუტით საათობით ტრიალებდნენ აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენები. მათი მანევრები ზუსტად „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებული ადგილების უშუალო სიახლოვეს გადიოდა.
დივერსიამდე ერთი კვირით ადრე გაზსადენის ინფრასტრუქტურასთან ახლოს, ბალტიის ზღვის აკვატორიაში პოლონურ ნავსადგურებში გდინიასა და გდანსკში შეცურეს ამერიკულმა სადესანტო ხომალდებმა „კირსარჟმა“ და „გასტონ ჰოლმა“.
ხოლო აფეთქების წინა დღეს გდინიის ნავსადგურში შეცურა ამერიკულმა სარაკეტო გამანადგურებელმა „პოლ იგნაციუსმა“. რამდენიმესაათიანი ვიზიტის მიზანი იყო საბრძოლო მზადყოფნის აღდგენა.
სიტუაცია დაახლოებით ასე გამოიყურება: ზაფხულში გაზსადენების მახლობლად გამოსცადეს წყალქვეშა უპილოტო აპარატები, რომელთაც ზღვის ფსკერზე მილებამდე მიღწევა შეეძლოთ, სექტემბერში ავიაციამ ტერიტორია დაზვერა, დივერსიამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვიდნენ მომზადებული სამხედრო სპეციალისტები, შემდეგ შემოიტანეს იარაღი, ჩაატარეს ოპერაცია, სპეციალისტები წაიყვანეს და ყველამ ერთად დატოვა რეგიონი, შემდეგ კი იყო აფეთქებები.
მაგრამ ეს მხოლოდ კონსპიროლოგიაა.
XXI საუკუნემდე აშშ არ ითვლებოდა სერიოზულ მოთამაშედ გაზის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის. შტატებს საზღვარგარეთ გაჰქონდა შედარებით მცირე მოცულობა, ისიც კანადასა და მექსიკაში.
თუმცა XXI საუკუნეში სიტუაცია ნელ-ნელა შეიცვალა – ამერიკული გაზის ექსპორტი გაიზარდა. პრიორიტეტი, რასაკვირველია, გახდა ევროპის გაზის ბაზრიდან პირდაპირი კონკურენტის - რუსეთის გაძევება.
აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს მონაცემებით, 2021 წლისთვის აშშ-ს თავისი „ცისფერი საწვავი“ გაჰქონდა უკვე მსოფლიოს 41 ქვეყანაში, თანაც რეკორდული მოცულობით.
2021 წელს შეერთებულმა შტატებმა მიაღწია ევროპაში გაზის ექსპორტის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს – 22 მლრდ კუბომეტრს. ევროკომისიის მონაცემებით, მისი ღირებულება 12 მილიარდი ევრო იყო.
2022 წლის პირველ ნახევარში კი, ევროსტატის მონაცემებით, შტატებმა ევროკავშირში 20 მილიარდი კუბომეტრი აირი გაიტანა.
თხევადი აირის ევროპულ ბაზარზე აშშ-ის წილი რეკორდულ 32%-მდე გაიზარდა.
თუ ტენდენცია გაგრძელდება, ვაშინგტონი მიმდინარე წლის ბოლომდე რეკორდის გაორმაგებას შეძლებს და ევროპას 40 მილიარდამდე კუბომეტრ აირს მიჰყიდის.
ამასთან, გაზის გაძვირების გათვალისწინებით, ამერიკელი ტრეიდერები გასულ წელთან შედარებით შემოსავალს ოთხჯერ გაზრდიან.
რუსულ ენერგორესურსებზე უარის ფონზე ევროკავშირი ცდილობს თხევადი აირის დამატებითი ტერმინალების მოწესრიგებას. შეერთებული შტატებიც მზადაა, ევროპას ახლო მომავალში თხევადი აირის დამატებითი მოცულობა შესთავაზოს.
შეიძლება იმ ფაქტის მოშველიებაც, რომ ევროპაში ნავთობზე ემბარგოს დაწესების შემდეგ შტატებმა ევროკავშირისთვის თავისი ნავთობის მიყიდვაც დააპირა.
ევროკავშირში გაძვირებული ენერგორესურსების გამო მრეწველობის დახურვაც არ არის დასავიწყებელი. სად გადაინაცვლებენ ევროპელი საწარმოები? ნათელია, რომ აშშ ასეთ გემრიელ ლუკმას არ დათმობს.
აშშ-ის ყველა ამ ეკონომიკური სარგებლის გარდა, იკვეთება გეოპოლიტიკური სარგებელიც – ევროპის გადაყვანა რუსული გაზიდან ამერიკულზე. ევროკავშირის ქვეყნებში მასობრივი პროტესტების ფონზე აშშ-სთვის ევროპის ძლიერი დამოკიდებულება ამერიკაზე ხელსაყრელი იქნება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე