მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფართო ჩამონათვალი: შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

© AP Photo / Alex Brandon
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2022
გამოწერა
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ მოსკოვს ახალი სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც კრემლში უკრაინის ტერიტორიების — დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
სანქციების ახალ სიაში შევიდნენ: რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა, ფედერაციის საბჭოს წევრები და რუსი ოფიციალური პირების ნათესავები.
გარდა ამისა, რუსეთის მხარდაჭერისთვის შეზღუდვები დაუწესდათ ჩინეთის, ბელარუსისა და სომხეთის კომპანიებსაც.
სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს სანქცირებულ წევრებს შორის აღმოჩნდნენ: სერგეი მირონოვი, ანდრეი კლიშასი, კონსტანტინ კოსაჩევი, ელენა მიზულინა, ლუდმილა ნარუსოვა, ლეონიდ სლუცკი და სხვები.
სანქციები დაუწესდათ რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკსა და ცენტრობანკის ხელმძღვანელის პირველ მოადგილე ოლგა სკორობოგატოვასაც.
გარდა ამისა, სანქციების ახალი სია მოიცავს პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის ოჯახის წევრებს, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკოს, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალური სამსახურის დირექტორ ვიქტორ ზოლოტოვს, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევს, მოსკოვის მერ სერგეი სობიანინს, პეტერბურგის გუბერნატორ ალექსანდრ ბეგლოვს.
სანქციებში შეყვანილ იურიდიულ პირთა შორისაა რუსეთის ფედერალური კრების საბჭო და არაერთი საწარმო.
აშშ-ის კვლადაკვალ, ანტირუსული სანქციები გააფართოვეს დიდმა ბრიტანეთმა და კანადამაც.
მანამდე, დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის მიერ სახალხო რესპუბლიკებად აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებას. ამ გადაწყვეტილებას მოსკოვმა საფუძვლად 23-27 სექტემბერს აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმების შედეგები დაუდო. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ოთხივე რეგიონის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას.
ყველა ახალი ამბავი
0