https://sputnik-georgia.com/20220929/saqartvelos-nakrebis-mekaris-giorgi-lorias-travma-seriozuli-ar-aris-270887363.html
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი ლორიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი ლორიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
Sputnik საქართველო
დიაგნოზის დასაზუსტებლად მეკარეს MRI კვლევა ჩაუტარდა და რაიმე სერიოზული დაზიანება არ გამოვლენილა. 29.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-29T19:50+0400
2022-09-29T19:50+0400
2022-09-29T23:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0d/250024964_0:0:2005:1128_1920x0_80_0_0_c6d4faa613cc8a6c61a9a5018e7852a7.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და კვიპროსის „ანორთოსისის" მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც უეფას ერთა ლიგის გასვლით მატჩში გიბრალტართან მუხლის ტრავმა მიიღო, უახლოეს მომავალში მოედანზე დაბრუნებას შეძლებს, იუწყება კვიპროსული მედია.სპორტული გამოცემების ინფორმაციით, დიაგნოზის დასაზუსტებლად მეკარეს MRI კვლევა ჩაუტარდა და რაიმე სერიოზული დაზიანება არ გამოვლენილა.36 წლის ქართველი მეკარე „ანორთოსისის“ შემადგენლობაში 2019 წლიდან თამაშობს, როდესაც კლუბს თემურ ქეცბაია ხელმძღვანელობდა. საქართველოს ნაკრებში მისი დებიუტი 2008 წლის 27 მაისს შედგა ესტონეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (1:1).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0d/250024964_269:0:1936:1250_1920x0_80_0_0_0434a2a681e493c3e62e726458f6ddd8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი ლორიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
19:50 29.09.2022 (განახლებულია: 23:02 29.09.2022) დიაგნოზის დასაზუსტებლად მეკარეს MRI კვლევა ჩაუტარდა და რაიმე სერიოზული დაზიანება არ გამოვლენილა.
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და კვიპროსის „ანორთოსისის" მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც უეფას ერთა ლიგის გასვლით მატჩში გიბრალტართან მუხლის ტრავმა მიიღო, უახლოეს მომავალში მოედანზე დაბრუნებას შეძლებს, იუწყება კვიპროსული მედია.
სპორტული გამოცემების ინფორმაციით, დიაგნოზის დასაზუსტებლად მეკარეს MRI კვლევა ჩაუტარდა და რაიმე სერიოზული დაზიანება არ გამოვლენილა.
„საქართველოსა და გიბრალტარის მატჩში ლორიამ პირველი 45 წუთის თამაშის შემდეგ ტრავმის გამო მოედანი დატოვა. მას გუნდის ტექნიკური და სამედიცინო ჯგუფი შაბათის მატჩამდე შეაფასებს. თუმცა, ლორიას სერიოზული არაფერი სჭირს და, როგორც ჩანს, თამაშში მისი მონაწილეობა უფრო მზადყოფნის საკითხს უკავშირდება“, – წერს კვიპროსული გამოცემა.
36 წლის ქართველი მეკარე „ანორთოსისის“ შემადგენლობაში 2019 წლიდან თამაშობს, როდესაც კლუბს თემურ ქეცბაია ხელმძღვანელობდა. საქართველოს ნაკრებში მისი დებიუტი 2008 წლის 27 მაისს შედგა ესტონეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (1:1).