https://sputnik-georgia.com/20220929/sagangebo-mdgomareoba-crdiloetis-nakadebze-270880049.html
მოსაზრება: საგანგებო მდგომარეობა „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ - ევროპა უარესისთვის ემზადება
მოსაზრება: საგანგებო მდგომარეობა „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ - ევროპა უარესისთვის ემზადება
Sputnik საქართველო
ნატალია დემბინსკაია 29.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-29T16:39+0400
2022-09-29T16:39+0400
2023-08-17T12:48+0400
ანალიტიკა
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1d/270871324_0:257:2500:1664_1920x0_80_0_0_a0b3a0fdfe1d154ead57510f3ba01bb1.jpg
ნატალია დემბინსკაია„ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარი უპრეცედენტო შემთხვევების მიზეზები ჯერ კიდევ გასარკვევია. ჯერჯერობით ეკონომიკური ზარალის დათვლაც რთულია. გაურკვეველია, ვის ხარჯზე შეკეთდება მილები და რა დრო დასჭირდება ამას. ევროპას უკვე უწინასწარმეტყველებენ წარმოების შეჩერებას და გაზის ექსტრემალურად მაღალ ფასებს. ევროკავშირში შიშობენ, რომ გაზსადენების გარეშე დარჩებიან.მილიარდობით ზარალიგაჟონვა „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სამ განშტოებაზე ერთდროულად მოხდა. ეს რუსეთისთვისაც მოულოდნელი იყო და ევროკავშირისთვისაც. ორივე მხარე წინასწარ განზრახულ ქმედებებზე და დივერსიაზე საუბრობს.ყველა მილის გამტარუნარიანობა 110 მილიარდი კუბომეტრია. ევროპაში ათასი კუბომეტრი ცისფერი საწვავის ფასი 2000 დოლარს აღემატება. მართალია, ავარიის მომენტში მილსადენები არ მუშაობდა, მაგრამ იქ ასობით მილიონი კუბომეტრი ტექნოლოგიური გაზი დაგროვდა.ნაციონალური ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის შეფასებით, ყოველ მილსადენში შეიძლებოდა ყოფილიყო 100 მილიონი კუბი. თუ დღევანდელი ფასებით დავითვლით, ეს 500-600 მილიონი დოლარის ზარალია. პლუს - მარეგულირებლების შესაძლო საჯარიმო სანქციები გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო.სხვა მონაცემებით, თითოეულ მილში იყო 150-360 მილიონი კუბი, ანუ ჯამში 450-1080 მილიონი.„ეს დამოკიდებულია წნევაზე მილებში, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო გადასაქაჩად საჭირო წნევაზე ნაკლები. გაურკვეველია, მთელმა გაზმა გამოჟონა თუ მოხერხდა ტექნიკურად მისი შეჩერება. შესაბამისად, გაჟონვის საბაზრო ღირებულებამ შეიძლება შეადგინოს 0,9-2,1 მილიარდი დოლარი“, – ვარაუდობს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი TeleTrade-ის ეკონომისტი მარკ გოიხმანი.ვინ გადაიხდისანალიტიკოსები ჯერ თავს იკავებენ ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო სავარაუდო ხარჯის დასახელებისგან. მთავარი საკითხია – ვინ გადაიხდის. შეთანხმებების თანახმად, მილების შეკეთება ევალებათ „ჩრდილოეთის ნაკადების“ ოპერატორებს – „გაზპრომის“ შვილობილ კომპანიებს. მათ კი ალბათ უნდა დაიქირავონ ორგანიზაციები, რომლებსაც ამგვარი სამუშაოს შესრულება შეუძლიათ.„მაგრამ ვის ხარჯზე შეაკეთონ? ლოგიკურად, სახსრები უნდა გამოყონ დამნაშავეებმა. თუმცა გაურკვეველია, როგორ შეიძლება მათგან პასუხის მოთხოვნა. შესაძლოა საქმეში ჩაერთოს სტოკჰოლმის არბიტრაჟი ან სხვა საერთაშორისო სასამართლო ინსტანცია“, – მსჯელობს დამოუკიდებელი ექსპერტი ლეონიდ ხაზანოვი.როგორც „რია ნოვოსტის“ სადაზღვევო ბაზარზე ორმა წყარომ აცნობა, მილსადენები დაზღვეული იყო უცხოურ კომპანიებში, თუმცა დაზღვევის პირობები უცნობია.თუ მომხდარს სადაზღვევო შემთხვევად ჩათვლიან, გადაიხდის მზღვეველი, მაგრამ საჭირო იქნება სასამართლო გარჩევა, აღნიშნავს ანალიტიკოსი დიმიტრი ადამიდოვი. თუმცა, მისი სიტყვებით, საქმე მხოლოდ ფულს არ ეხება. ევროპული მრეწველობის დღევანდელი პრობლემების, სანქციების, ლოგისტიკის გათვალისწინებით, მილსადენებისა და აგრეგატების აღდგენის შეკვეთა არც ისე მარტივია. წყალქვეშა მილების შეკეთების კომპეტენციაც ბევრს არა აქვს.Tagesspiegel-ის ცნობით, ხელისუფლება შიშობს, რომ სამი მილი სამუდამოდ გამოუსადეგარი იქნება. გამოცემის ინფორმაციით, თუ მაგისტრალებს უახლოეს მომავალში არ შეაკეთებენ, ჰერმეტულობის დარღვევის გამო იქ ბევრი მარილიანი წყალი მოხვდება, რომელიც კოროზიას გამოიწვევს.ექსტრემალური ფასებისწრაფი რემონტის იმედი არ არსებობს. ავარიის ადგილის შესწავლას ალბათ რამდენიმე კვირა დასჭირდება, აღდგენას კი - თვეები.ახლა ევროპას გაზი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის გავლით და „თურქული ნაკადით“ მიეწოდება. „ჩრდილოეთის ნაკადის“ გამოყენება ჯერ კიდევ შეიძლებოდა გეოპოლიტიკური ბრძოლის შესარბილებლად და ცისფერი საწვავის მისაღებად სანქციების გაუქმების სანაცვლოდ, აღნიშნავს ექსპერტი ნიკოლაი ნეპლიუევი.ახლა კი ევროპამ დაკარგა შესაძლებლობა, მოაგვაროს საკითხი და აღადგინოს რუსეთიდან გაზის ნორმალურად მიწოდება. საწვავი გაძვირდება, ე.ი. მთელი გაზზე დამოკიდებული მრეწველობა ექსტრემალურ ფასს გადაიხდის ან წარმოებას დახურავს.საწარმოების გაჩერებარისკის ზონაშია ასობით ევროპული ქარხანა. როგორც ადრე, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება მეტალურგია და სასუქების წარმოება.სექტემბრიდან სლოვაკეთში წარმოებას ხურავს Slovalco – კონტინენტზე ალუმინის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო თუთიის ქარხანა Budel-მა. გაჩერდა რუმინული გიგანტი Chimcomplex. დროებით გაჩერებულია პოლონური ANWIL. ნორვეგიულმა Yara-მა შეამცირა სიმძლავრეები 35%-მდე. გერმანიაში მუშაობას წყვეტენ SKW Stickstoffwerke Piesteritz-ის ფილიალები.„თუ რუსეთიდან ბუნებრივი აირის ექსპორტი შეწყდება, მუშაობას შეწყვეტს ფოსფორისა და კალიუმის სასუქების დამამზადებელი ყველა საწარმო. იგივე ბედი ელოდება მეტალურგიულ, საავტომობილო, საკვებ და სხვა სამრეწველო ქარხნებს, ელექტროსადგურებს, რომლებიც ცისფერ საწვავს იყენებენ. შეიძლება სამგზავრო და სატვირთო მატარებლებმაც ვეღარ იმოძრაონ“, – ამბობს ლეონიდ ხაზანოვი.ამგვარად, ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში ახალ მწვავე ფაზაში გადადის. რუსეთი, თავის მხრივ, დაკარგავს პოტენციურ შემოსავალს გაურკვეველი ვადით. საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე განაცხადეს: მოსკოვი მზადაა გამოიძიოს ავარია „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ ბრიუსელთან ერთად. 30 სექტემბერს დივერსიებთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1d/270871324_470:283:2311:1664_1920x0_80_0_0_830bd671f5415d63bd9c85a2481c1d06.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
ანალიტიკა, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
„ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარი უპრეცედენტო შემთხვევების მიზეზები ჯერ კიდევ გასარკვევია. ჯერჯერობით ეკონომიკური ზარალის დათვლაც რთულია. გაურკვეველია, ვის ხარჯზე შეკეთდება მილები და რა დრო დასჭირდება ამას. ევროპას უკვე უწინასწარმეტყველებენ წარმოების შეჩერებას და გაზის ექსტრემალურად მაღალ ფასებს. ევროკავშირში შიშობენ, რომ გაზსადენების გარეშე დარჩებიან.
გაჟონვა „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სამ განშტოებაზე ერთდროულად მოხდა. ეს რუსეთისთვისაც მოულოდნელი იყო და ევროკავშირისთვისაც. ორივე მხარე წინასწარ განზრახულ ქმედებებზე და დივერსიაზე საუბრობს.
ყველა მილის გამტარუნარიანობა 110 მილიარდი კუბომეტრია. ევროპაში ათასი კუბომეტრი ცისფერი საწვავის ფასი 2000 დოლარს აღემატება. მართალია, ავარიის მომენტში მილსადენები არ მუშაობდა, მაგრამ იქ ასობით მილიონი კუბომეტრი ტექნოლოგიური გაზი დაგროვდა.
ნაციონალური ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის შეფასებით, ყოველ მილსადენში შეიძლებოდა ყოფილიყო 100 მილიონი კუბი. თუ დღევანდელი ფასებით დავითვლით, ეს 500-600 მილიონი დოლარის ზარალია. პლუს - მარეგულირებლების შესაძლო საჯარიმო სანქციები გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო.
სხვა მონაცემებით, თითოეულ მილში იყო 150-360 მილიონი კუბი, ანუ ჯამში 450-1080 მილიონი.
„ეს დამოკიდებულია წნევაზე მილებში, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო გადასაქაჩად საჭირო წნევაზე ნაკლები. გაურკვეველია, მთელმა გაზმა გამოჟონა თუ მოხერხდა ტექნიკურად მისი შეჩერება. შესაბამისად, გაჟონვის საბაზრო ღირებულებამ შეიძლება შეადგინოს 0,9-2,1 მილიარდი დოლარი“, – ვარაუდობს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი TeleTrade-ის ეკონომისტი მარკ გოიხმანი.
ანალიტიკოსები ჯერ თავს იკავებენ ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო სავარაუდო ხარჯის დასახელებისგან. მთავარი საკითხია – ვინ გადაიხდის. შეთანხმებების თანახმად, მილების შეკეთება ევალებათ „ჩრდილოეთის ნაკადების“ ოპერატორებს – „გაზპრომის“ შვილობილ კომპანიებს. მათ კი ალბათ უნდა დაიქირავონ ორგანიზაციები, რომლებსაც ამგვარი სამუშაოს შესრულება შეუძლიათ.
„მაგრამ ვის ხარჯზე შეაკეთონ? ლოგიკურად, სახსრები უნდა გამოყონ დამნაშავეებმა. თუმცა გაურკვეველია, როგორ შეიძლება მათგან პასუხის მოთხოვნა. შესაძლოა საქმეში ჩაერთოს სტოკჰოლმის არბიტრაჟი ან სხვა საერთაშორისო სასამართლო ინსტანცია“, – მსჯელობს დამოუკიდებელი ექსპერტი ლეონიდ ხაზანოვი.
როგორც „რია ნოვოსტის“ სადაზღვევო ბაზარზე ორმა წყარომ აცნობა, მილსადენები დაზღვეული იყო უცხოურ კომპანიებში, თუმცა დაზღვევის პირობები უცნობია.
თუ მომხდარს სადაზღვევო შემთხვევად ჩათვლიან, გადაიხდის მზღვეველი, მაგრამ საჭირო იქნება სასამართლო გარჩევა, აღნიშნავს ანალიტიკოსი დიმიტრი ადამიდოვი. თუმცა, მისი სიტყვებით, საქმე მხოლოდ ფულს არ ეხება. ევროპული მრეწველობის დღევანდელი პრობლემების, სანქციების, ლოგისტიკის გათვალისწინებით, მილსადენებისა და აგრეგატების აღდგენის შეკვეთა არც ისე მარტივია. წყალქვეშა მილების შეკეთების კომპეტენციაც ბევრს არა აქვს.
Tagesspiegel-ის ცნობით, ხელისუფლება შიშობს, რომ სამი მილი სამუდამოდ გამოუსადეგარი იქნება. გამოცემის ინფორმაციით, თუ მაგისტრალებს უახლოეს მომავალში არ შეაკეთებენ, ჰერმეტულობის დარღვევის გამო იქ ბევრი მარილიანი წყალი მოხვდება, რომელიც კოროზიას გამოიწვევს.
სწრაფი რემონტის იმედი არ არსებობს. ავარიის ადგილის შესწავლას ალბათ რამდენიმე კვირა დასჭირდება, აღდგენას კი - თვეები.
ახლა ევროპას გაზი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის გავლით და „თურქული ნაკადით“ მიეწოდება. „ჩრდილოეთის ნაკადის“ გამოყენება ჯერ კიდევ შეიძლებოდა გეოპოლიტიკური ბრძოლის შესარბილებლად და ცისფერი საწვავის მისაღებად სანქციების გაუქმების სანაცვლოდ, აღნიშნავს ექსპერტი ნიკოლაი ნეპლიუევი.
ახლა კი ევროპამ დაკარგა შესაძლებლობა, მოაგვაროს საკითხი და აღადგინოს რუსეთიდან გაზის ნორმალურად მიწოდება. საწვავი გაძვირდება, ე.ი. მთელი გაზზე დამოკიდებული მრეწველობა ექსტრემალურ ფასს გადაიხდის ან წარმოებას დახურავს.
რისკის ზონაშია ასობით ევროპული ქარხანა. როგორც ადრე, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება მეტალურგია და სასუქების წარმოება.
სექტემბრიდან სლოვაკეთში წარმოებას ხურავს Slovalco – კონტინენტზე ალუმინის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო თუთიის ქარხანა Budel-მა. გაჩერდა რუმინული გიგანტი Chimcomplex. დროებით გაჩერებულია პოლონური ANWIL. ნორვეგიულმა Yara-მა შეამცირა სიმძლავრეები 35%-მდე. გერმანიაში მუშაობას წყვეტენ SKW Stickstoffwerke Piesteritz-ის ფილიალები.
„თუ რუსეთიდან ბუნებრივი აირის ექსპორტი შეწყდება, მუშაობას შეწყვეტს ფოსფორისა და კალიუმის სასუქების დამამზადებელი ყველა საწარმო. იგივე ბედი ელოდება მეტალურგიულ, საავტომობილო, საკვებ და სხვა სამრეწველო ქარხნებს, ელექტროსადგურებს, რომლებიც ცისფერ საწვავს იყენებენ. შეიძლება სამგზავრო და სატვირთო მატარებლებმაც ვეღარ იმოძრაონ“, – ამბობს ლეონიდ ხაზანოვი.
ამგვარად, ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში ახალ მწვავე ფაზაში გადადის. რუსეთი, თავის მხრივ, დაკარგავს პოტენციურ შემოსავალს გაურკვეველი ვადით. საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე განაცხადეს: მოსკოვი მზადაა გამოიძიოს ავარია „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ ბრიუსელთან ერთად. 30 სექტემბერს დივერსიებთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე