პრესკონფერენცია: ჟურნალისტური გამოძიება საქართველოში - სიმართლის ძიება თუ ცილისწამება

© photo: Sputnik / Stringerტელეკომპანიების მიკროფონები
ტელეკომპანიების მიკროფონები - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2022
გამოწერა
„Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში პრესკონფერენცია თემაზე „ჟურნალისტური გამოძიება საქართველოში – სიმართლის ძიება თუ ცილისწამება“ ხუთაბათს, 29 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება.
საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე განსაკუთრებულ როლს თამაშობს მასმედია, რომელმაც, ობიექტურობის დაცვის ნაცვლად, ფაქტობრივად ხელისუფლების ან ოპოზიციის დაკვეთების შესრულება დაიწყო.
სატელევიზიო არხებზე ხშირად ჩნდება „მამხილებელი" სიუჟეტები, რომლებიც თითქოსდა მაყურებელს სიმართლეს ეუბნება ამა თუ იმ პიროვნებისა და მოვლენების შესახებ. მწვავედ დგება საკითხი იმის თაობაზე, ღირს თუ არა მასმედიის ნდობა, რომელიც ხშირად დაკავებულია არა სიმართლის ძიებით, არამედ შეიცავს მიზანმიმართულ ცილისწამებას.
საკითხი განსაკუთრებით აქტუალური პარლამენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ გახდა, რომლებიც აწესებს ახალ შეზღუდვებს და აფართოებს მოქმედების არეალს.
კანონპროექტის თანახმად, მედიასა და ვიდეოპლატფორმებზე აიკრძალება ისეთი პროგრამების ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს პირის ან ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობების, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას.
კანონში შესწორებები ასევე კრძალავს ტერორიზმისკენ მოწოდებების შემცველი პროგრამებისა და რეკლამების გავრცელებას.
გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება მასმედიისა და იმ სუბიექტისგან, რომელზეც კანონი ვრცელდება, გამოქვეყნებული ინფორმაციის უარყოფის ან შესწორებების მოთხოვნა, ხოლო უარის შემთხვევაში – რეაგირებისთვის კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მიმართვა.
თუ როგორ დავაღწიოთ თავი მასმედიის არაობიექტურობას, პრესკონფერენციაზე ისაუბრებს:
- სამართლის დოქტორი, პროფესორი ვენედი ბენიძე.
მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც "Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com;
ტელ: +995555908977.
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0