მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ეს დივერსიაა“: ნატო „ჩრდილოეთის ნაკადებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© AP Photo / Vadim Ghirda
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2022
გამოწერა
თბილისი, 29 სექტემბერი − Sputnik. ნატოს მიაჩნია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარი დაზიანებები წინასწარ განზრახული დივერსიაა, ნათქვამია სამხედრო ალიანსის განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.

„ამ დროისათვის ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ეს წინასწარ განზრახული, უგუნური და უპასუხისმგებლო საბოტაჟური აქტებია. ეს გაჟონვები რისკს უქმნის ნაოსნობას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს“, − აცხადებს ალიანსი.

ამასთან სამხედრო ბლოკი მხარს უჭერს გამოძიების ჩატარებას მომხდარში დამნაშავის დასადგენად და აცხადებს, რომ მოკავშირეთა ნებისმიერ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას ალიანსის „ერთიანი და მტკიცე პასუხი მოჰყვება“.
26 სექტემბერს რუსული გაზსადენების ოპერატორმა კომპანიამ Nord Stream 2 AG გაავრცელა ინფორმაცია, რომ დანიის წყლებში „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე საგანგებო შემთხვევა მოხდა − გაირღვა გაზსადენების სამი ტოტი, რის შედეგადაც მილსადენებიდან დიდი რაოდენობით გაზმა გაჟონა. დანიისა და შვედეთის ხელისუფლებების განცხადებით, გაზსადენებზე დივერსია მოხდა. აშშ-ის, გერმანიისა და პოლონეთის ოფიციალურმა პირებმა კი არ გამორიცხეს, რომ საბოტაჟი თავად რუსეთის მოწყობილი იყოს. მოსკოვმა გაზსადენებზე მომხდარი „საერთაშორისო ტერორიზმად“ შეაფასა და გენერალურ პროკურატურას სწორედ ამ მუხლით დაავალა საქმის გამოძიება.
წყარო: NATO
ყველა ახალი ამბავი
0