გარდაიცვალა ამერიკელი რეპერი ქულიო

© AP Photo / Rob GrabowskiCoolio
Coolio - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2022
გამოწერა
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. 59 წლის ასაკში ცნობილი ამერიკელი რეპერი ქულიო (Coolio) გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ქულიოს მენეჯერის ჯარეზ პოზის თქმით, ქულიო ლოს-ანჯელესში, მეგობრის სახლში იპოვეს უგონოდ მყოფი. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა.
ქულიომ (არტის ლეონ აივი ჯუნიორი, Artis Leon Ivey Jr) კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო და განსაკუთრებულ პოპულარობას 1990-იან წლებში მიაღწია. 1995 წელს მან ჩაწერა Gangsta"s Paradise – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა, რომელმაც მას „გრემი“ და MTV Video Music Award-ის ორი ჯილდო მოუპოვა.
ორმოცწლიანი კარიერის განმავლობაში ქულიოს ჩაწერილი აქვს რვა სტუდიური ალბომი, მიღებული აქვს უამრავი მუსიკალური ჯილდო.
მისი სხვა პოპულარული ჰიტებია: Fantastic Voyage, Rollin' With My Homies, 1, 2, 3, 4 (Sumpin' New), Too Hot.
გადაღებულია ფილმებსა და სერიალებში.
ქულიო საქართველოს არაერთხელ ესტუმრა, პირველად - 2000 წელს, ბოლოს კი - 2022 წელს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0