https://sputnik-georgia.com/20220929/gardaicvala-jibson-xundaze-270884491.html
გარდაიცვალა მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე
გარდაიცვალა მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე
Sputnik საქართველო
ხუნდაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, კულტურის სამინისტროს ფონდში, საფრანგეთის, აშშ-ის, იტალიის, ავსტრიის კერძო კოლექციებში. 29.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-29T19:10+0400
2022-09-29T19:10+0400
2022-09-29T22:39+0400
საზოგადოება
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/04/264143471_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_022fddd2b2fe6d9f5097517cff57c59e.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ქართველი მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი სოციალურ ქსელში წერს.ჯიბსონ ხუნდაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. სხვადასხვა წლებში იყო ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების განყოფილების, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის ხატვა-ფერწერის პედაგოგი.მისი გამოფენები არაერთ ქვეყანაში მოეწყო, მათ შორის საქართველოში, რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, იაპონიაში, უკრაინაში, ისლანდიაში, შვეიცარიაში.ხუნდაძე იყო მე-6 მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი, ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ ლაურეატი, ასევე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი.მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ასევე საქართველოს სახელმწიფო პრემია, ნიკო ფიროსმანის სახელობის პრემია. არის ღირსების ორდენის კავალერი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/04/264143471_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_1ad9b15b8b5b9d0c22bf59189ba35364.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
გარდაიცვალა მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე
19:10 29.09.2022 (განახლებულია: 22:39 29.09.2022) ხუნდაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, კულტურის სამინისტროს ფონდში, საფრანგეთის, აშშ-ის, იტალიის, ავსტრიის კერძო კოლექციებში.
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ქართველი მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ჯიბსონ ხუნდაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. სხვადასხვა წლებში იყო ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების განყოფილების, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის ხატვა-ფერწერის პედაგოგი.
მისი გამოფენები არაერთ ქვეყანაში მოეწყო, მათ შორის საქართველოში, რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, იაპონიაში, უკრაინაში, ისლანდიაში, შვეიცარიაში.
ხუნდაძე იყო მე-6 მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი, ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ ლაურეატი, ასევე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი.
მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ასევე საქართველოს სახელმწიფო პრემია, ნიკო ფიროსმანის სახელობის პრემია. არის ღირსების ორდენის კავალერი.