https://sputnik-georgia.com/20220929/cximovani-rvizli-adreuli-simptomebi-270871908.html
ცნობილია ვერაგი დაავადების კიდევ ერთი ადრეული სიმპტომი: მიაქციეთ ყურადღება
ცნობილია ვერაგი დაავადების კიდევ ერთი ადრეული სიმპტომი: მიაქციეთ ყურადღება
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 სექტემბერი − Sputnik. ღვიძლის სტეატოზი, ან ცხიმოვანი ღვიძლი „მდუმარე დაავადებაა“, ვინაიდან ის შესაძლოა დიდხანს უსიმპტომოდ ან მცირედ გამოხატული... 29.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-29T16:27+0400
2022-09-29T16:27+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23918/12/239181260_0:207:3872:2385_1920x0_80_0_0_709d68b70a5d145346e7b8125d70546a.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი − Sputnik. ღვიძლის სტეატოზი, ან ცხიმოვანი ღვიძლი „მდუმარე დაავადებაა“, ვინაიდან ის შესაძლოა დიდხანს უსიმპტომოდ ან მცირედ გამოხატული კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობდეს მანამ, სანამ ორგანოზე ნაწიბურები არ გაჩნდება, აცხადებენ სპეციალისტები.თუმცა, მათი თქმით, არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელთა ცოდნაც ამ ვერაგი დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში დაგეხმარებათ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან თუ ღვიძლზე ნაწიბურები გაჩნდება, ამ ორგანოს პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება უკვე შეუძლებელია.კლივლენდის კლინიკის სპეციალისტების თქმით:ამიტომ, თუ მსგავსი სიმპტომი რამდენჯერმე შენიშნეთ, კარგი იქნება, თუ ექიმთან კონსულტაციას გაივლით.გარდა ამისა, ცხიმოვანი ღვიძლის გამოსავლენად ექიმები ასევე გვირჩევენ ყურადღების გამახვილებას ხელებზე, ვინაიდან, მათი თქმით, სწორედ ხელების კანის ფერი, ფრჩხილების მდგომარეობა და თითების ფორმა იძლევა ბევრ წინასწარ ინფორმაციას ღვიძლის ჯანმრთელობის შესახებ.British Liver Trust-ის მონაცემებით, ღვიძლის ცხინმოვან დაავადებაზე მეტყველებს:გარდა ამისა, ცხიმოვან ღვიძლზე ასევე შეიძლება მიანიშნებდეს შემდეგი შედარებით ფართოდ ცნობილი სიმპტომებიც: ექიმების თქმით, ღვიძლის გაცხიმოვნებამ შესაძლოა კანზე წვრილი სისხლძარღვების გროვები გააჩინოს, რაც ობობის მსგავსი ანგიომის სახელითაა ცნობილი.წყარო: Express
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23918/12/239181260_208:0:3664:2592_1920x0_80_0_0_c8707891b34af3bb7c3cd907573acc35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 29 სექტემბერი − Sputnik. ღვიძლის სტეატოზი, ან ცხიმოვანი ღვიძლი „მდუმარე დაავადებაა“, ვინაიდან ის შესაძლოა დიდხანს უსიმპტომოდ ან მცირედ გამოხატული კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობდეს მანამ, სანამ ორგანოზე ნაწიბურები არ გაჩნდება, აცხადებენ სპეციალისტები.
თუმცა, მათი თქმით, არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელთა ცოდნაც ამ ვერაგი დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში დაგეხმარებათ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან თუ ღვიძლზე ნაწიბურები გაჩნდება, ამ ორგანოს პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება უკვე შეუძლებელია.
კლივლენდის კლინიკის სპეციალისტების თქმით:
ცხმოვანი ღვიძლით დაავადებული პაციენტები ხშირად უჩივიან ერთისა და იმავე სახის დისკომფორტს − მუცლის მარჯვენა ზედა მხარეში ჭარბი სისავსის შეგრძნებას, ან მუცლის ტკივილს.
ამიტომ, თუ მსგავსი სიმპტომი რამდენჯერმე შენიშნეთ, კარგი იქნება, თუ ექიმთან კონსულტაციას გაივლით.
გარდა ამისა, ცხიმოვანი ღვიძლის გამოსავლენად ექიმები ასევე
გვირჩევენ ყურადღების გამახვილებას ხელებზე, ვინაიდან, მათი თქმით, სწორედ ხელების კანის ფერი, ფრჩხილების მდგომარეობა და თითების ფორმა იძლევა ბევრ წინასწარ ინფორმაციას ღვიძლის ჯანმრთელობის შესახებ.
British Liver Trust-ის მონაცემებით, ღვიძლის ცხინმოვან დაავადებაზე მეტყველებს:
ხელისგულების სიწითლე და ლაქებით დაფარვა — საწყის სტადიაზე;
თითების ზედა ნაწილების ქვედაზე მეტად გაფართოება — ეს უკვე ღვიძლზე ნაწიბურების გაჩენაზე მეტყველებს;
ხელების უნებლიე და უმიზეზო კანკალი;
ფრჩხილების გათეთრება — გამომდინარე იქიდან, რომ დაავადებული ღვიძლი ფუნქციონირებას ცდილობს.
გარდა ამისა, ცხიმოვან ღვიძლზე ასევე შეიძლება მიანიშნებდეს შემდეგი შედარებით ფართოდ ცნობილი სიმპტომებიც:
გამუდმებული დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება;
წონაში კლება და გამოფიტვა;
პირღებინება და გულისრევის შეგრძნება;
და, რაღა თქმა უნდა, ტკივილი ღვიძლის არეში.
ექიმების თქმით, ღვიძლის გაცხიმოვნებამ შესაძლოა კანზე წვრილი სისხლძარღვების გროვები გააჩინოს, რაც ობობის მსგავსი ანგიომის სახელითაა ცნობილი.