https://sputnik-georgia.com/20220928/zemo-larsze-rigsi-myof-pirebs-sitboti-sakvebit-da-wamlebit-uzrunvelyofen-270852981.html
„ზემო ლარსზე“ რიგში მყოფ პირებს საკვებით უზრუნველყოფენ და სამედიცინო დახმარებას გაუწევენ
„ზემო ლარსზე“ რიგში მყოფ პირებს საკვებით უზრუნველყოფენ და სამედიცინო დახმარებას გაუწევენ
Sputnik საქართველო
ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე მყოფ პირებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან, განაცხადა რესპუბლიკის ხელმძღვანელმა. 28.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-28T20:00+0400
2022-09-28T20:00+0400
2022-09-28T22:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1f/269960478_0:370:960:910_1920x0_80_0_0_76b66aa8106bb11578113f063ad67aaa.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ განაცხადა, რომ მისი დავალებით ადამიანებს, რომლებიც „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტს კვეთენ, საკვებით, სამედიცინო და სანიტარიული დახმარებით უზრუნველყოფენ. წერს „რია ნოვოსტი“.17-დან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში სხვადასხვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით 78.742 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 51.643 მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. პიკი იყო 23-დან 26 სექტემბრის ჩათვლით – ქვეყანაში 40.548 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 22.929 რუსეთის მოქალაქემ საქართველო დატოვა.იმ ადამიანებს შორის, ვინც ახლა ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფება, ქალები და ბავშვებიც არიან, განაცხადა სერგეი მენიაილომ.მანამდე ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება იუწყებოდა, რომ 28 სექტემბრიდან რეგიონში ამოქმედდა მომატებული მზადყოფნის რეჟიმი, რომელიც რესპუბლიკაში ავტოტრანსპორტის შესვლას ზღუდავს. ხელისუფლების განცხადებით, ეს ღონისძიება არ შეეხება ჩრდილოეთ ოსეთის, სამხრეთ ოსეთის, საქართველოს მცხოვრებლებს და მათ, ვინც ოსეთში დასასვენებლად მიემგზავრება და ხელთ აქვს შესაბამისი დოკუმენტები.„გაზრდილი მზადყოფნის რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილება იძულებითი დროებითი ღონისძიებაა: სიტუაციის თვითდინებაზე მიშვება არ შეიძლება. „ზემო ლარსზე“ სატრანზიტო ტრანსპორტის უზარმაზარი რაოდენობა დაგროვდა, მრავალკილომეტრიანი რიგებია. მხოლოდ ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში საზღვრის ჩვენი მონაკვეთიდან საქართველოში 20 ათასზე მეტი ადამიანი შევიდა. ფიზიკურად ვერ შევძლებთ წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თუ ეს ნაკადი გაიზრდება“, – დაწერა მენიაილომ Telegram-არხზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1f/269960478_0:280:960:1000_1920x0_80_0_0_66fb58d3faa9fadd8583b2a1c4c41181.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, საზოგადოება
„ზემო ლარსზე“ რიგში მყოფ პირებს საკვებით უზრუნველყოფენ და სამედიცინო დახმარებას გაუწევენ
20:00 28.09.2022 (განახლებულია: 22:58 28.09.2022) ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე მყოფ პირებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან, განაცხადა რესპუბლიკის ხელმძღვანელმა.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ განაცხადა, რომ მისი დავალებით ადამიანებს, რომლებიც „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტს კვეთენ, საკვებით, სამედიცინო და სანიტარიული დახმარებით უზრუნველყოფენ. წერს „რია ნოვოსტი“.
17-დან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში სხვადასხვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით 78.742 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 51.643 მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. პიკი იყო 23-დან 26 სექტემბრის ჩათვლით – ქვეყანაში 40.548 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 22.929 რუსეთის მოქალაქემ საქართველო დატოვა.
იმ ადამიანებს შორის, ვინც ახლა ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფება, ქალები და ბავშვებიც არიან, განაცხადა სერგეი მენიაილომ.
მანამდე ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება იუწყებოდა, რომ 28 სექტემბრიდან რეგიონში ამოქმედდა მომატებული მზადყოფნის რეჟიმი, რომელიც რესპუბლიკაში ავტოტრანსპორტის შესვლას ზღუდავს. ხელისუფლების განცხადებით, ეს ღონისძიება არ შეეხება ჩრდილოეთ ოსეთის, სამხრეთ ოსეთის, საქართველოს მცხოვრებლებს და მათ, ვინც ოსეთში დასასვენებლად მიემგზავრება და ხელთ აქვს შესაბამისი დოკუმენტები.
„გაზრდილი მზადყოფნის რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილება იძულებითი დროებითი ღონისძიებაა: სიტუაციის თვითდინებაზე მიშვება არ შეიძლება. „ზემო ლარსზე“ სატრანზიტო ტრანსპორტის უზარმაზარი რაოდენობა დაგროვდა, მრავალკილომეტრიანი რიგებია. მხოლოდ ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში საზღვრის ჩვენი მონაკვეთიდან საქართველოში 20 ათასზე მეტი ადამიანი შევიდა. ფიზიკურად ვერ შევძლებთ წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თუ ეს ნაკადი გაიზრდება“, – დაწერა მენიაილომ Telegram-არხზე.