https://sputnik-georgia.com/20220928/ungreti-kanoni-abortis-sesaxeb-270837562.html
ახალი კანონი: უნგრეთში ქალებს აბორტის გაკეთებამდე ნაყოფის გულისცემას ასმენინებენ
ახალი კანონი: უნგრეთში ქალებს აბორტის გაკეთებამდე ნაყოფის გულისცემას ასმენინებენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 სექტემბერი − Sputnik. უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის ახალი ბრძანებულებით ქალები, რომლებსაც აბორტის გაკეთება სურთ, ვალდებული არიან, მოუსმინონ... 28.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-28T15:24+0400
2022-09-28T15:24+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
უნგრეთი
დემოგრაფია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1c/270837401_0:73:1920:1153_1920x0_80_0_0_bcc43407b2edfdc09099f54435039219.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი − Sputnik. უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის ახალი ბრძანებულებით ქალები, რომლებსაც აბორტის გაკეთება სურთ, ვალდებული არიან, მოუსმინონ ნაყოფის გულისცემას, ვიდრე პროცედურის ჩატარების ნებართვას მიიღებენ, იუწყება გამოცემა Guardian.გავრცელებული ინფორმაციით, ბრძანებულება ძალაში მიმდინარე წლის 15 სექტემბერს შევიდა.როგორც ქვეყნის მთავრობაში ირწმუნებიან, უნგრელების ორი მესამედი მიიჩნევს, რომ ბავშვის სიცოცხლე მისი პირველი გულისცემიდან იწყება.გავრცელებული ინფორმაციით, ორბანის მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში 2010 წელს მოვიდა, ხელს უწყობს ქვეყანაში „ტრადიციული ოჯახური ფასეულობების“ პოპულარიზაციას და არაერთ ზომას იღებს უნგრეთში შობადობის გაზრდის მიზნით.გამოცემის ცნობით, 1992 წლის შემდეგ ეს პირველი ცვლილებაა აბორტების შესახებ კანონში. მანამდე მოქმედი კანონმდებლობით, ორსულობის შეწყვეტა პირველი 12 კვირის განმავლობაში იყო დაშვებული სამედიცინო ან სოციალური მიზეზებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფს სიცოცხლისუუნარობა დაუდგინდებოდა, აბორტის გაკეთება ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე იყო შესაძლებელი.წყარო: Guardian
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1c/270837401_144:0:1777:1225_1920x0_80_0_0_9691b262a37b98f750f383713374561f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უნგრეთი, დემოგრაფია, მსოფლიოს ახალი ამბები
უნგრეთი, დემოგრაფია, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 28 სექტემბერი − Sputnik. უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის ახალი ბრძანებულებით ქალები, რომლებსაც აბორტის გაკეთება სურთ, ვალდებული არიან, მოუსმინონ ნაყოფის გულისცემას, ვიდრე პროცედურის ჩატარების ნებართვას მიიღებენ, იუწყება გამოცემა Guardian.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრძანებულება ძალაში მიმდინარე წლის 15 სექტემბერს შევიდა.
როგორც ქვეყნის მთავრობაში ირწმუნებიან, უნგრელების ორი მესამედი მიიჩნევს, რომ ბავშვის სიცოცხლე მისი პირველი გულისცემიდან იწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ორბანის მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში 2010 წელს მოვიდა, ხელს უწყობს ქვეყანაში „ტრადიციული ოჯახური ფასეულობების“ პოპულარიზაციას და არაერთ ზომას იღებს უნგრეთში შობადობის გაზრდის მიზნით.
გამოცემის ცნობით, 1992 წლის შემდეგ ეს პირველი ცვლილებაა აბორტების შესახებ კანონში. მანამდე მოქმედი კანონმდებლობით, ორსულობის შეწყვეტა პირველი 12 კვირის განმავლობაში იყო დაშვებული სამედიცინო ან სოციალური მიზეზებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფს სიცოცხლისუუნარობა დაუდგინდებოდა, აბორტის გაკეთება ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე იყო შესაძლებელი.