საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება - ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / petrukhinელექტროგადამცემი ხაზები
ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2022
გამოწერა
საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის რვა თვეში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 10 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,1%-ით მეტია, ნათქვამია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.
ოპერატორის მონაცემებით, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ელექტროენერგიის საკუთარმა გამომუშავებამ 9,8 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის – 7,9 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 1,7 მლრდ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 57,09 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.
მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე.
პრეზიდენტი: ენერგოდამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია თავისუფლების შენარჩუნებისთვის>>>
ოპერატორის ცნობით, მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია 1,2 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, მათ შორის რუსეთიდან 907,2 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი, სომხეთიდან – 138,4 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან – 129,1 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია.
საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტმა შეადგინა 877,5 მლნ კვტ/სთ.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 15,3 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 23,5%-ით მეტია. საკუთარმა გამომუშავებამ 12,6 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0