თავისუფალი ვაჭრობა: საქართველომ და გაერთიანებულმა საამიროებმა მოლაპარაკებები დაიწყეს

© AFP 2024 / KARIM SAHIBდუბაი
დუბაი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2022
გამოწერა
2022 წლის დასაწყისიდან რვა თვეში ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვამ დაახლოებით 160 მლნ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 28 სექტმბერი — Sputnik. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყო.
ქართული მხრიდან მოლაპარაკებებზე სამთავრობო ჯგუფს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობს.

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების საფუძველზე საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოსთვის, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის დამატებით გაიხსნება 10-მილიონიანი მაღალი მსყიდველობითუნარიანი ბაზარი“, – განაცხადა არველაძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება პოტენციურად მოიცავს საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრული ვაჭრობას და მრავალ სხვა საკითხს.
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს".
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
საქართველო საუდის არაბეთიდან ტურისტებს იზიდავს>>>
არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. 2022 წლის დასაწყისიდან რვა თვეში ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვამ დაახლოებით 160 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე 82,4%-ით მეტია.
გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში ამოქმედდა. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.
ყველა ახალი ამბავი
0