Rhythm оf the Dance: თბილისში ირლანდიის საცეკვაო შოუ გაიმართება

© photo: Sputnikმუზას ქანდაკება ფილარმონიასთან
მუზას ქანდაკება ფილარმონიასთან - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2022
გამოწერა
მაყურებელს ელის კელტური მელოდიების და შეუდარებელი ირლანდიური სტეპის ფეერიული ნაზავი
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. 3 ნოემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე წარდგება ირლანდიის ეროვნული საცეკვაო შოუ Rhythm of the Dance.
Rhythm оf the Dance – ეს არის ცეკვის, მუსიკის, თეატრის, იმპროვიზაციის, თანამედროვე სპეცეფექტების და შთამბეჭდავი სცენიური ნათების სინთეზი.
„Rhythm of the Dance შედის სამ საუკეთესო ირლანდიურ თანამედროვე შოუში. მაყურებელს ელის კელტური მელოდიებიდან, შეუდარებელი ირლანდიური სტეპიდან, ცოცხალი მუსიკიდან და სოლისტების მომაჯადოვებელი სიმღერებისაგან შემდგარი ფეერიული კოქტეილი“, - გვპირდებიან ორგანიზატორები.
მოძრაობის არაჩვეულებრივი ენერგია, სიზუსტე და სინქრონი, ხალხური ელემენტებისა და თანამედროვე მეგაპოლისის რითმების შერწყმამ Rhythm of the Dance მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად შოუდ აქცია.
ყველა ახალი ამბავი
0