https://sputnik-georgia.com/20220928/raze-isabres-saqartvelos-sagareo-saqmeta-ministrma-da-somxetis-elcma-270852059.html
რაზე ისაუბრეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და სომხეთის ელჩმა
რაზე ისაუბრეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და სომხეთის ელჩმა
Sputnik საქართველო
საქართველო და სომხეთი, რეგიონში არსებული სირთულეების მიუხედავად, განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას, იმედოვნებენ დიპლომატები. 28.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-28T19:50+0400
2022-09-28T19:50+0400
2022-09-28T22:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1c/270844454_256:186:1841:1078_1920x0_80_0_0_8c3cc0d9a94e856ee6f5bdec85579d6b.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ახალდანიშნულ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აშოტ სმბატიანთან ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობაზე იმსჯელა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.დარჩიაშვილმა წარმატებები უსურვა სომეხ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში. სმბატიანი საქართველოში ელჩად აგვისტოს ბოლოს დაინიშნა, მან რუბენ სადოიანი შეცვალა.მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და იმედი გამოთქვეს, რომ რეგიონში არსებული სირთულეების მიუხედავად, მხარეები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანზიტო და სატრანსპორტო მიმართულებებით. აღინიშნა რეგიონში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობა.საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში.დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს ათობით საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-აგვისტოში 685,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52,8%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო წლის დასაწყისიდან 8 თვის განმავლობაში სომხეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი ორჯერ გაიზარდა და 302,4 მილიონი დოლარი შეადგინა.წყარო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1c/270844454_0:217:1148:1078_1920x0_80_0_0_5b382720cef1d09ce0efc4931fab998d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კავკასია
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კავკასია
რაზე ისაუბრეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და სომხეთის ელჩმა
19:50 28.09.2022 (განახლებულია: 22:41 28.09.2022) საქართველო და სომხეთი, რეგიონში არსებული სირთულეების მიუხედავად, განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას, იმედოვნებენ დიპლომატები.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ახალდანიშნულ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აშოტ სმბატიანთან ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობაზე იმსჯელა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დარჩიაშვილმა წარმატებები უსურვა სომეხ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში. სმბატიანი საქართველოში ელჩად აგვისტოს ბოლოს დაინიშნა, მან რუბენ სადოიანი შეცვალა.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და იმედი გამოთქვეს, რომ რეგიონში არსებული სირთულეების მიუხედავად, მხარეები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანზიტო და სატრანსპორტო მიმართულებებით. აღინიშნა რეგიონში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობა.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში.
დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს ათობით საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-აგვისტოში 685,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52,8%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო წლის დასაწყისიდან 8 თვის განმავლობაში სომხეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი ორჯერ გაიზარდა და 302,4 მილიონი დოლარი შეადგინა.