https://sputnik-georgia.com/20220928/ra-ekrzalebat-orsulebs-270839197.html
რა ეკრძალებათ ორსულებს: ხალხური რწმენები და მეცნიერული ახსნა
რა ეკრძალებათ ორსულებს: ხალხური რწმენები და მეცნიერული ახსნა
Sputnik საქართველო
იცით, რომ თურმე ყველა იმ ცრურწმენას, რომლებიც ორსულ ქალებს უკავშირდება, მეცნიერული ახსნა-დასაბუთება აქვს? 28.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-28T16:43+0400
2022-09-28T16:43+0400
2022-09-28T21:53+0400
ხალხური რწმენა-მინიშნებები
ეს საინტერესოა
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/05/250538853_0:200:1920:1280_1920x0_80_0_0_a1edaa700c820f668c73a8b977ce7d66.jpg
ცრურწმენები ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, თითქმის ადამიანის გაჩენასთან ერთად წარმოიშვა. მათი გამოვლინების ფორმები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ხშირად შეუძლებელია გაარჩიო, რომელია მინიშნება და რომელი − არა.ქვემოთ იმ ცრურწმენებსა და მინიშნებებს გაგაცნობთ, რომლებიც ორსულ ქალებს უკავშირდება და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დღემდე აქტუალურია.ეს იმიტომ, რომ მომავალი დედები ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვლენის წინ ყველაფერს აქცევენ ყურადღებას, რათა შვილს საკუთარი წინდაუხედაობითა და „ურწმუნობით“ რამე არ დაუშავონ.მაშ ასე, ორსულმა ქალმა:მეცნიერული ახსნა: ჭრა-კერვის დროს ქალმა შეიძლება თითი გაიჭრას, ან ნემსი იჩხვლიტოს, ეს კი შიშთან და ტკივილთანაა დაკავშირებული და ნაყოფის ემოციურ მდგომარეობაზეც მოქმედებს. ამასთან, არ გამოირიცხება კავშირი დედისა და ბავშვის კანს შორის;მეცნიერული ახსნა: გამომდინარე ფეხმძიმის ემოციური მდგომარეობიდან, მან თავი უნდა აარიდოს მძიმე და უსიამოვნო სურათებსა და სცენებს, თორემ ეს ნამდვილად იმოქმედებს ბავშვის ხასიათზეც და, თქვენ წარმოიდგინეთ, გარეგნობაზეც.ახსნა: უარყოფითი ენერგეტიკა, მაგალითად, შური ზიანს აყენებს არა მარტო დედას, არამედ მუცლადმყოფ ბავშვსაც;ახსნა: ძველების რწმენით, სწორედ თმაშია ადამიანის სასიცოცხლო ძალა და ძირიდან ბოლოებამდე გაჯერებულია სასარგებლო ნივთიერებებით. ამიტომ სულ ცოტათი მოჭრითაც კი, ორსული ორგანიზმს დამატებით „საკვებს“ უსპობს;მეცნიერული ახსნა: დადასტურებულია, რომ ქიმიური ელემენტები დედის ორგანიზმში აღწევს და ამის გამო ბავშვი შეიძლება ალერგიული დაიბადოს;მეცნიერული ახსნა: კარის ზღურბლზე დგომა ნიშნავს იმას, რომ ორსული ქალი ორპირ ქარში მოხვდება, რაც მისთვის საზიანოა;მეცნიერული ახსნა: სავარაუდოდ, წინაპრები ამით იცავდნენ ორსულებს ზედმეტად ფართო და მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისგან, რასაც ხიფათი შეიძლებოდა მოჰყოლოდა; მეცნიერული ახსნა: დიდი რაოდენობით წითელი კენკრის ჭამის შემთხვევაში დედა რისკავს, რომ პატარა დიათეზიანი დაიბადოს; მეცნიერული ახსნა: სწორედ კატა შეიძლება იქცეს ტოქსოპლაზმოზის წყაროდ, რაც ორსულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია;მეცნიერული ახსნა: ფეხმძიმე ქალმა ფეხების ასეთ მდგომარეობას ნამდვილად უნდა აარიდოს თავი, რათა სისხლის მიმოქცევა არ გაუარესდეს და ვენების ვარიკოზული გაფართოება არ წარმოიშვას;არ უნდა ჭამოს მალულად, თორემ მფრთხალი, მშიშარა შვილი ეყოლება. ახსნა: როგორც ჩანს, ეს მინიშნება სპეციალურად ავი დედამთილებისთვის მოიგონეს, რომლებიც რძლების გაძლიერებულ მადას ამრეზით უყურებდნენ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/05/250538853_0:106:1566:1280_1920x0_80_0_0_5836ccaaa33f27d4391c066a17f72705.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ხალხური რწმენა-მინიშნებები, ეს საინტერესოა, სასარგებლო რჩევები
ხალხური რწმენა-მინიშნებები, ეს საინტერესოა, სასარგებლო რჩევები
რა ეკრძალებათ ორსულებს: ხალხური რწმენები და მეცნიერული ახსნა
16:43 28.09.2022 (განახლებულია: 21:53 28.09.2022) იცით, რომ თურმე ყველა იმ ცრურწმენას, რომლებიც ორსულ ქალებს უკავშირდება, მეცნიერული ახსნა-დასაბუთება აქვს?
ცრურწმენები ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, თითქმის ადამიანის გაჩენასთან ერთად წარმოიშვა. მათი გამოვლინების ფორმები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ხშირად შეუძლებელია გაარჩიო, რომელია მინიშნება და რომელი − არა.
ქვემოთ იმ ცრურწმენებსა და მინიშნებებს გაგაცნობთ, რომლებიც ორსულ ქალებს უკავშირდება და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დღემდე აქტუალურია.
ეს იმიტომ, რომ მომავალი დედები ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვლენის წინ ყველაფერს აქცევენ ყურადღებას, რათა შვილს საკუთარი წინდაუხედაობითა და „ურწმუნობით“ რამე არ დაუშავონ.
არ უნდა ჭრას, კეროს, ქსოვოს და ქარგოს, თორემ ბავშვი ჭიპლარშემოხვეული დაიბადება.
მეცნიერული ახსნა: ჭრა-კერვის დროს ქალმა შეიძლება თითი გაიჭრას, ან ნემსი იჩხვლიტოს, ეს კი შიშთან და ტკივილთანაა დაკავშირებული და ნაყოფის ემოციურ მდგომარეობაზეც მოქმედებს. ამასთან, არ გამოირიცხება კავშირი დედისა და ბავშვის კანს შორის;
არ უნდა უყუროს სხვადასხვა ტიპის სიმახინჯეებს, თორემ ბავშვიც ასეთი დაიბადება.
მეცნიერული ახსნა: გამომდინარე ფეხმძიმის ემოციური მდგომარეობიდან, მან თავი უნდა აარიდოს მძიმე და უსიამოვნო სურათებსა და სცენებს, თორემ ეს ნამდვილად იმოქმედებს ბავშვის ხასიათზეც და, თქვენ წარმოიდგინეთ, გარეგნობაზეც.
უნდა ეცადოს, შეძლებისდაგვარად დიდხანს დამალოს ორსულობა, თორემ მუცელი წაუხდება.
ახსნა: უარყოფითი ენერგეტიკა, მაგალითად, შური ზიანს აყენებს არა მარტო დედას, არამედ მუცლადმყოფ ბავშვსაც;
ახსნა: ძველების რწმენით, სწორედ თმაშია ადამიანის სასიცოცხლო ძალა და ძირიდან ბოლოებამდე გაჯერებულია სასარგებლო ნივთიერებებით. ამიტომ სულ ცოტათი მოჭრითაც კი, ორსული ორგანიზმს დამატებით „საკვებს“ უსპობს;
არ უნდა შეიღებოს თმები, თორემ ბავშვი სხეულზე ლაქებით დაიბადება.
მეცნიერული ახსნა: დადასტურებულია, რომ ქიმიური ელემენტები დედის ორგანიზმში აღწევს და ამის გამო ბავშვი შეიძლება ალერგიული დაიბადოს;
არ უნდა იჯდეს ხოლმე კარის ზღურბლზე და არ უნდა დააბიჯოს მას შინიდან გასვლისას, ან შინ შესვლისას. ძველების რწმენით, ეს იმიტომ, რომ ზღურბლი ერთგვარი საზღვარია ამიერ და იმიერ სამყაროებს შორის და მასზე დგომა ცუდის მომასწავებელია.
მეცნიერული ახსნა: კარის ზღურბლზე დგომა ნიშნავს იმას, რომ ორსული ქალი ორპირ ქარში მოხვდება, რაც მისთვის საზიანოა;
არ უნდა გადააბიჯოს არანაირ დაბრკოლებას, ჯოხს, თოკს და ა.შ. თორემ ბავში დაზიანდება.
მეცნიერული ახსნა: სავარაუდოდ, წინაპრები ამით იცავდნენ ორსულებს ზედმეტად ფართო და მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისგან, რასაც ხიფათი შეიძლებოდა მოჰყოლოდა;
არ უნდა ჭამოს წითელი ფერის კენკრა, თორემ ბავშვი ზედმეტად წითელი გამოვა.
მეცნიერული ახსნა: დიდი რაოდენობით წითელი კენკრის ჭამის შემთხვევაში დედა რისკავს, რომ პატარა დიათეზიანი დაიბადოს;
არ უნდა აიყვანოს ხელში კატა, თორემ მტერს გაიმრავლებს.
მეცნიერული ახსნა: სწორედ კატა შეიძლება იქცეს ტოქსოპლაზმოზის წყაროდ, რაც ორსულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია;
არ უნდა იჯდეს ფეხი-ფეხზე გადადებული ან ფეხგადაჯვარედინებული, თორემ ბავშვი აცაბაცა იბაჯბაჯებს.
მეცნიერული ახსნა: ფეხმძიმე ქალმა ფეხების ასეთ მდგომარეობას ნამდვილად უნდა აარიდოს თავი, რათა სისხლის მიმოქცევა არ გაუარესდეს და ვენების ვარიკოზული გაფართოება არ წარმოიშვას;
არ უნდა ჭამოს მალულად, თორემ მფრთხალი, მშიშარა შვილი ეყოლება.
ახსნა: როგორც ჩანს, ეს მინიშნება სპეციალურად ავი დედამთილებისთვის მოიგონეს, რომლებიც რძლების გაძლიერებულ მადას ამრეზით უყურებდნენ.