ვის ეკრძალება გოგრა: დადებითი და უარყოფითი თვისებები

© Pixabay / stevepbგოგრა
გოგრა - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2022
გამოწერა
თბილისი, 28 სექტემბერი − Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ გოგრა 90%-ით წყლისგან შედგება, ის უამრავ ვიტამინს, ამინომჟავას, ცილებსა და ნახშირწყლებს შეიცავს, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, გოგრა მდიდარია ვიტამინებით: A, C, E, D, PP, K, B, ასევე იშვიათი ვიტამინით T. ამასთან გოგრაში დიდი რაოდენობითაა ისეთი მინერალური ნივთიერებები, როგორებიცაა ფტორი, მაგნიუმი, სპილენძი, კალციუმი, თუთია, მანგანუმი, ფოსფორი, იოდი.
100 გრამ გოგრაში 1 გრამი ცილა შედის. ანუ ის უფრო მდიდარია ცილით, ვიდრე მწყრის კვერცხი. ამასთან შეიცავს ხუთჯერ მეტ კაროტინს, ვიდრე სტაფილო. კაროტინი კი ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება, რომელსაც ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს. კაროტინი სასარგებლოა თვალის ჯანმრთელობისთვის, ასევე ჭრილობების, დამწვრობისა და წყლულების სამკურნალოდ.
გოგრა აჩქარებს საკვების ათვისების პროცესს და არეგულირებს მეტაბოლიზმს. T-ვიტამინის წყალობით კი ხელს უშლის ორგანიზმში ცხიმოვანი უჯრედების დაგროვებას. აქედან გამომდინარე, ექიმები გოგრას ხშირად უნიშნავენ პაციენტებს წონის დასარეგულირებლად.
ამასთან გოგრა დადებით გავლენას ახდენს:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე,
ორგანიზმიდან გამოდევნის ქოლესტერინს, ტოქსინებსა და შლაკებს,
აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას,
ამცირებს ჰიპერტონიის რისკს.
დიეტოლოგები გოგრის ჭამას ურჩევენ ისეთი დაავადებების მქონეებს, როგორებიცაა:
ტუბერკულოზი,
ათეროსკლეროზი,
პოდაგრა,
ნაღველკენჭოვანი დაავადება,
უძილობა,
ნერვული აშლილობა.
გარდა ამისა, გოგრა რეკომენდებულია ორსულებისა და ბავშვებისთვის.
გამომდინარე იქიდან, რომ გოგრა დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს, ის ხელს უშლის ორგანიზმში სითხის შეკავებასა და შეშუპებების წარმოქმნას. ამიტომ გოგრა უნდა მიირთვან მათ, ვისაც:
აქვს სახსრების პრობლემა, განსაკუთრებით კი ვარიკოზული დაავადება;
აქვს გულის პრობლემები და მაღალი წნევა;
ვინც იღებს ჰორმონებს − უპირველესად კი კორტიკოსტეროიდებს;
აქვს მჯდომარე სამუშაო;
ვისაც დილაობით სახის მსუბუქი შეშუპება უფიქსირდება.
თუმცა, როგორც ექიმები ამბობენ, მიუხედავად სასარგებლო თვისებების ფართო დიაპაზონისა, ზოგ შემთხვევაში გოგრა შესაძლოა სახიფათო იყოს ჯანმრთელობისთვის.
გოგრის ჭამა არ შეიძლება:
გასტრიტის შემთხვევაში;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებების შემთხვევაში;
ალერგიისა და ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში;
დიაბეტის ძლიერი ფორმისას;
პანკრეატიტის შემთხვევაში.
ამასთან ექიმები გვაფრთხილებენ, რომ გოგრას გაზწარმოქმნა შეუძლია, ამიტომ რაიმე ღონისძიებაზე წასვლის წინ მისი ჭამა არ ღირს.

როგორ ავარჩიოთ წვნიანი გოგრა

პირველ რიგში დააკვირდით მის გარე სახეს. გოგრა მწიფეა და კარგი, თუ:
აქვს მკვრივი და უნახეთქო, მაგრამ არა გახევებული კანი;
კანზე არ აქვს რბილი ადგილები და მუქი ლაქები (ეს უკანასკნელი ლპობის პროცესზე მიანიშნებს);
მუქი და მშრალი ყუნწი. თუ გოგრაზე ყუნწი არ არის შერჩენილი, ჯობს არ შეიძინოთ, ვინაიდან ნაყოფი შესაძლოა ნადრევად იყოს მოწყვეტილი და ჯერ კიდევ მკვახე იყოს.
ყველა ახალი ამბავი
0