დიდუბეში ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებული ლევან ასლანიშვილის საქმის წარმოება შეწყდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2022
გამოწერა
მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ავტობუსის გაჩერებაზე დანით ექვსი ჭრილობა მიაყენა.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ლევან ასლანიშვილის საქმის წარმოება შეწყდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმის შეწყვეტის მიზეზი სასამართლოში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა გახდა, რომლითაც ბრალდებულის ფსიქიკური შეურაცხადობა დასტურდება.
მოსამართლე დავით შარაძის გადაწყვეტილებით, ასლანიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაივლის მკურნალობას.
მამაკაცმა თბილისის ცენტრში ყოფილი ცოლის მკვლელობა სცადა: დაკავებულს ბრალი წარედგინა>>>
შემთხვევა თბილისში, დიდუბის რაიონში 23 მაისს მოხდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ასლანიშვილმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დაზარალებულს დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, მისი გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.
მამაკაცს ბრალდება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) ჰქონდა წარდგენილი, რაც 6-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0