https://sputnik-georgia.com/20220928/cixis-nacvlad-fsiqiatriuli-sasamartlom-seuracxadad-cno-kaci-romelmac-coli-dawra-270854902.html
ფსიქიატრიული ციხის ნაცვლად - სასამართლომ შეურაცხადად აღიარა კაცი, რომელმაც ცოლი დაჭრა
ფსიქიატრიული ციხის ნაცვლად - სასამართლომ შეურაცხადად აღიარა კაცი, რომელმაც ცოლი დაჭრა
Sputnik საქართველო
მაისში ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლს განსაკუთრებული სისასტიკით დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. 28.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-28T20:10+0400
2022-09-28T20:10+0400
2022-09-28T23:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23372/99/233729908_0:51:2100:1232_1920x0_80_0_0_dbd455a9693aeae5fd5d113ff54f7c55.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში ავტობუსის გაჩერებაზე ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული შეურაცხადად აღიარა, მამაკაცს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ოთხწლიანი იძულებითი მკურნალობა ელოდება.საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა შეურაცხადობის გამო და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად რამდენჯერმე იძალადა მეუღლეზე. ასევე მან დაარღვია მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომელიც მეუღლესთან მიახლოებას უკრძალავდა, და 23 მაისს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლს განსაკუთრებული სისასტიკით დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა. მას ბრალი წარედგინა და პატიმრობა შეეფარდა.გამოძიების მიმდინარეობისას მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით დაინიშნა სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ ბრალდებული შეურაცხადია.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული იძულებითი მკურნალობის მიზნით ოთხი წლით მოთავსებული იქნება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.წყარო - გენერალური პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23372/99/233729908_196:0:1905:1282_1920x0_80_0_0_634a76d438e189ee5dc26d6949f43cf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში
ფსიქიატრიული ციხის ნაცვლად - სასამართლომ შეურაცხადად აღიარა კაცი, რომელმაც ცოლი დაჭრა
20:10 28.09.2022 (განახლებულია: 23:01 28.09.2022) მაისში ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლს განსაკუთრებული სისასტიკით დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში ავტობუსის გაჩერებაზე ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული შეურაცხადად აღიარა, მამაკაცს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ოთხწლიანი იძულებითი მკურნალობა ელოდება.
საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა შეურაცხადობის გამო და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა.
კერძოდ, მას ბრალი ჰქონდა წარდგენილი მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, შემაკავებელი ორდერის დარღვევისა და ოჯახური ძალადობის ხუთი ეპიზოდის ჩადენის ფაქტზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად რამდენჯერმე იძალადა მეუღლეზე. ასევე მან დაარღვია მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომელიც მეუღლესთან მიახლოებას უკრძალავდა, და 23 მაისს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლს განსაკუთრებული სისასტიკით დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა. მას ბრალი წარედგინა და პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიების მიმდინარეობისას მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით დაინიშნა სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ ბრალდებული შეურაცხადია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული იძულებითი მკურნალობის მიზნით ოთხი წლით მოთავსებული იქნება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.