https://sputnik-georgia.com/20220927/vili-saniolma-gibrltartan-matchi-sheapasa-270807496.html
როგორ შეაფასა სანიოლმა ჯგუფური ეტაპი და ვის შეხვდება საქართველო ნახევარფინალში
როგორ შეაფასა სანიოლმა ჯგუფური ეტაპი და ვის შეხვდება საქართველო ნახევარფინალში
Sputnik საქართველო
ვილი სანიოლის გუნდმა ერთა ლიგის გათამაშების C დივიზიონის ჯგუფში 16 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. 27.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-27T15:50+0400
2022-09-27T15:50+0400
2022-09-27T21:19+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1a/270769609_0:66:1441:876_1920x0_80_0_0_387fcf5e3d8c1356ac3fec9628e200c0.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი გიბრალტართან გამართული მატჩის ხარისხით უკმაყოფილოა, თუმცა თვლის, რომ მთავარი შედეგია და მისმა გუნდმა დასახულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა.საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების C დივიზიონის ჯგუფში 16 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდმა სტუმრად გიბრალტარი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული ჰქონდა, თუმცა გიბრალტართან გამარჯვება სატურნირო თვალსაზრისით მაინც მნიშვნელოვანი იყო.გიბრალტართან მოგებით საქართველოს ნაკრებმა С დივიზიონში არსებულ 4 ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯვაროსნები ნახევარფინალურ მატჩს საკუთარ მოედანზე გამართავენ. ვილი სანიოლის გუნდი პირველ ადგილზე გასულ იმ ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელსაც დანარჩენ სამ ლიდერთან შედარებით ყველაზე ცუდი შედეგი ექნება დაფიქსირებული.საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი დაამარცხა>>>საქართველოს ნაკრების მეტოქე დღეს, საღამოს გაირკვევა. საბერძნეთის ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს და გამარჯვების ან ფრედ დამთავრების შემთხვევაში თურქეთის ნაკრებს საშინაო არენაზე დაუპირისპირდება, საქართველოში კი ყაზახეთი ჩამოვა. არსებობს მეორე ვარიანტიც: თუ საბერძნეთი დღევანდელ შეხვედრას დათმობს, ნახევარფინალში ვილი სანიოლის გუნდს თბილისში გაეჯიბრება.ნახევარფინალური მატჩები 2024 წლის მარტში გაიმართება. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო სეზონის ერთა ლიგაზე B დივიზიონში ითამაშებს. გარდა ამისა, გუნდს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (9 მოგება, 2 ფრე), აღნიშნული შედეგით კი ნაკრებმა 2011 წელს დამყარებული პირადი რეკორდი (10-მატჩიანი წაუგებელი სერია) გააუმჯობესა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1a/270769609_0:0:1307:980_1920x0_80_0_0_7bf55b570d13c29a13392d4a4cff04d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
როგორ შეაფასა სანიოლმა ჯგუფური ეტაპი და ვის შეხვდება საქართველო ნახევარფინალში
15:50 27.09.2022 (განახლებულია: 21:19 27.09.2022) ვილი სანიოლის გუნდმა ერთა ლიგის გათამაშების C დივიზიონის ჯგუფში 16 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი გიბრალტართან გამართული მატჩის ხარისხით უკმაყოფილოა, თუმცა თვლის, რომ მთავარი შედეგია და მისმა გუნდმა დასახულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების C დივიზიონის ჯგუფში 16 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდმა სტუმრად გიბრალტარი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
„ეს ტურნირის ბოლო მატჩი იყო, გვქონდა სირთულეები, თუმცა საბოლოო ჯამში 16 ქულა გვაქვს, რაც საუკეთესო შედეგია დივიზიონში და ამით უნდა ვიამაყოთ... ამ მატჩმა დაგვანახა, რომ სასწავლი კიდევ ბევრი გვაქვს და ეს მომავალს ძალიან საინტერესოს ხდის“, – განაცხადა სანიოლმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული ჰქონდა, თუმცა გიბრალტართან გამარჯვება სატურნირო თვალსაზრისით მაინც მნიშვნელოვანი იყო.
გიბრალტართან მოგებით საქართველოს ნაკრებმა С დივიზიონში არსებულ 4 ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯვაროსნები ნახევარფინალურ მატჩს საკუთარ მოედანზე გამართავენ. ვილი სანიოლის გუნდი პირველ ადგილზე გასულ იმ ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელსაც დანარჩენ სამ ლიდერთან შედარებით ყველაზე ცუდი შედეგი ექნება დაფიქსირებული.
საქართველოს ნაკრების მეტოქე დღეს, საღამოს გაირკვევა. საბერძნეთის ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს და გამარჯვების ან ფრედ დამთავრების შემთხვევაში თურქეთის ნაკრებს საშინაო არენაზე დაუპირისპირდება, საქართველოში კი ყაზახეთი ჩამოვა. არსებობს მეორე ვარიანტიც: თუ საბერძნეთი დღევანდელ შეხვედრას დათმობს, ნახევარფინალში ვილი სანიოლის გუნდს თბილისში გაეჯიბრება.
ნახევარფინალური მატჩები 2024 წლის მარტში გაიმართება. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო სეზონის ერთა ლიგაზე B დივიზიონში ითამაშებს. გარდა ამისა, გუნდს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (9 მოგება, 2 ფრე), აღნიშნული შედეგით კი ნაკრებმა 2011 წელს დამყარებული პირადი რეკორდი (10-მატჩიანი წაუგებელი სერია) გააუმჯობესა.