https://sputnik-georgia.com/20220927/raribasvili-soxumis-dacemaze-270797985.html
„ჩვენი ისტორიის ტრაგიკული დღე" - ღარიბაშვილი სოხუმის დაცემაზე
„ჩვენი ისტორიის ტრაგიკული დღე" - ღარიბაშვილი სოხუმის დაცემაზე
Sputnik საქართველო
საქართველოში 27 სექტემბერი აღინიშნება, როგორც ხსოვნისა და იმედის დღე. 27.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-27T11:58+0400
2022-09-27T11:58+0400
2022-09-27T18:14+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
საქართველო
აფხაზეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252462510_0:39:1280:759_1920x0_80_0_0_1f56ac8d14f4d9ae7d889de23df613b4.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ისტორიის ტრაგიკული დღე უწოდა, როდესაც ასობით ათასი ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა.საქართველოში 27 სექტემბერი აღინიშნება, როგორც ხსოვნისა და იმედის დღე. ამ დღეს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.პრემიერის თქმით, ამ დღიდან საქართველოს გაერთიანება ქვეყნის თითოეული მცხოვრებისთვის მთავარი მიზანია და ის ეფუძნება რწმენას, რომ ერთიან, ძლიერ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის.„ასევე გვჯერა, და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ საქმით, რომ გზა ამ მიზნისკენ მხოლოდ სამშვიდობო პროცესზე, დიალოგსა და თანამშრომლობაზე გადის. მომავალი ეკუთვნის აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.სოხუმი ადგილობრივ, რუსულ და ჩრდილოკავკასიურ შეიარაღებულ ფორმირებათა ხელში 1993 წლის 27 სექტემბერს გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს თითქმის მთელ აფხაზეთზე დაამყარეს კონტროლი.სოხუმის დაცემის დღე – საქართველოში ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ>>შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ე.წ. აფხაზური გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, მერე კი ომი მოჰყვა.ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთზე ოფიციალური თბილისის კონტროლის დაკარგვა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აფხაზეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252462510_0:0:1117:838_1920x0_80_0_0_66fa3829bd20cf3b49907edee47a3b60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველო, აფხაზეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველო, აფხაზეთი
„ჩვენი ისტორიის ტრაგიკული დღე" - ღარიბაშვილი სოხუმის დაცემაზე
11:58 27.09.2022 (განახლებულია: 18:14 27.09.2022) საქართველოში 27 სექტემბერი აღინიშნება, როგორც ხსოვნისა და იმედის დღე.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ისტორიის ტრაგიკული დღე უწოდა, როდესაც ასობით ათასი ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა.
საქართველოში 27 სექტემბერი აღინიშნება, როგორც ხსოვნისა და იმედის დღე. ამ დღეს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
„1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ დღედ იქცა. ომმა ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენი მრავალი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ამ დღიდან საქართველოს გაერთიანება ქვეყნის თითოეული მცხოვრებისთვის მთავარი მიზანია და ის ეფუძნება რწმენას, რომ ერთიან, ძლიერ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის.
„ასევე გვჯერა, და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ საქმით, რომ გზა ამ მიზნისკენ მხოლოდ სამშვიდობო პროცესზე, დიალოგსა და თანამშრომლობაზე გადის. მომავალი ეკუთვნის აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
სოხუმი ადგილობრივ, რუსულ და ჩრდილოკავკასიურ შეიარაღებულ ფორმირებათა ხელში 1993 წლის 27 სექტემბერს გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს თითქმის მთელ აფხაზეთზე დაამყარეს კონტროლი.
შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ე.წ. აფხაზური გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, მერე კი ომი მოჰყვა.
ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთზე ოფიციალური თბილისის კონტროლის დაკარგვა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.