https://sputnik-georgia.com/20220927/pink-floyd-rojer-uotersi-putini-270804573.html
მოურიდებელი გზავნილი: Pink Floyd-ის შემქმნელმა პუტინს ღია წერილი მისწერა
მოურიდებელი გზავნილი: Pink Floyd-ის შემქმნელმა პუტინს ღია წერილი მისწერა
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჯგუფ „პინკ ფლოიდის“ ერთ-ერთმა დამაარსებელმა როჯერ უოტერსმა ღია წერილი მისწერა რუსეთის პრეზიდენტს... 27.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-27T14:29+0400
2022-09-27T14:29+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
როჯერ უოტერსი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1b/270804381_0:0:2635:1483_1920x0_80_0_0_c6ff394a0816f38cb54aab45fb8846d4.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჯგუფ „პინკ ფლოიდის“ ერთ-ერთმა დამაარსებელმა როჯერ უოტერსმა ღია წერილი მისწერა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, სადაც მან არაერთი შეკითხვა დაუსვა უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.ადრე უოტერსი კიევისთვის დასავლური იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგებოდა. სოციალურ ქსელში მან ვლადიმირ ზელენსკის მეუღლის ელენას მიმართ წერილიც კი გამოაქვეყნა, სადაც დასავლეთის ქვეყნებს ადანაშაულებდა უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით „ცეცხლზე ნავთის დასხმაში“.პუტინისადმი მიწერილ წერილში მუსიკოსი ეკითხება რუსეთის პრეზიდენტს, სურს თუ არა მას უკრაინაში კონფლიქტის დასრულება. მისი თქმით, თუ პუტინი იტყვის, რომ რუსეთის ფედერაციას არ აქვს სხვა ტერიტორიული ინტერესები, გარდა ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რუსულენოვანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, „ეს ომის დამთავრებას დაეხმარებოდა“.ამასთან მუსიკოსი არც აშშ-ისა და ნატოს მისამართით იშურებს კრიტიკას და წერს, რომ კარგად იცის, როგორ იჭრებიან ისინი სხვა ქვეყნებში თავიანთი ინტერესებისთვის.აღსანიშნავია, რომ მანამდე, აგვისტოში როჯერ უოტერსმა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დააკისრა და სამხედრო დამნაშავე უწოდა იმის გამო, რომ ის „უკრაინაში ომის ცეცხლს აღვივებს“. როგორც მაშინ წერდა მუსიკოსი, მოსკოვის მიერ შეიარაღებული დაპირისპირების დაწყება უმთავრესად ნატოს ქმედებებზე რეაქციით იყო განპირობებული, რომელიც ძალიან მჭიდროდ მიადგა რუსეთის საზღვრებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1b/270804381_146:0:2531:1789_1920x0_80_0_0_65a891ee18676ba14c05f1c4103eeccd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
როჯერ უოტერსი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
როჯერ უოტერსი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
მოურიდებელი გზავნილი: Pink Floyd-ის შემქმნელმა პუტინს ღია წერილი მისწერა
14:29 27.09.2022 (განახლებულია: 15:47 20.07.2023) თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჯგუფ „პინკ ფლოიდის“ ერთ-ერთმა დამაარსებელმა როჯერ უოტერსმა ღია წერილი
მისწერა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, სადაც მან არაერთი შეკითხვა დაუსვა უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
ადრე უოტერსი კიევისთვის დასავლური იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგებოდა. სოციალურ ქსელში მან ვლადიმირ ზელენსკის მეუღლის ელენას მიმართ წერილიც კი გამოაქვეყნა, სადაც დასავლეთის ქვეყნებს ადანაშაულებდა უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით „ცეცხლზე ნავთის დასხმაში“.
პუტინისადმი მიწერილ წერილში მუსიკოსი ეკითხება რუსეთის პრეზიდენტს, სურს თუ არა მას უკრაინაში კონფლიქტის დასრულება. მისი თქმით, თუ პუტინი იტყვის, რომ რუსეთის ფედერაციას არ აქვს სხვა ტერიტორიული ინტერესები, გარდა ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რუსულენოვანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, „ეს ომის დამთავრებას დაეხმარებოდა“.
„მე ვიცნობ ხალხს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მთელი ევროპის დაპყრობა გსურთ — დაწყებული პოლონეთითა და ბალტიისპირეთის ქვეყნებით. თუ ეს ასეა, მაშინ ეშმაკებშიც წასულხართ. ჩვენ ყველას შეგვიძლია შევწყვიტოთ უკიდურესად საშიში ბირთვული თამაში, რომელშიც ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ქორები თავს კომფორტულად გრძნობენ. თქვენ უბრალოდ აფეთქებთ ერთმანეთსა და მსოფლიოს. პრობლემა ის არის, რომ მე მყავს შვილები და შვილიშვილები, ისევე, როგორც ჩემი ძმებისა და დების უმეტესობას მთელ მსოფლიოში. ასეთი შედეგი კი არცერთ ჩვენგანს არ მოეწონება“, — წერს უოტერსი.
ამასთან მუსიკოსი არც აშშ-ისა და ნატოს მისამართით იშურებს კრიტიკას და წერს, რომ კარგად იცის, როგორ იჭრებიან ისინი სხვა ქვეყნებში თავიანთი ინტერესებისთვის.
„ვიცი, ვიცი, რომ აშშ და ნატო თვალის დახამხამებაში იჭრებიან სხვა სუვერენულ სახელმწიფოებში რამდენიმე ბარელი ნავთობისთვის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც ასე უნდა მოიქცეთ. თქვენმა უკრაინაში შეჭრამ გამაოგნა. ეს საზიზღარი, აგრესიული ომია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის პროვოცირებული“, — მიმართავს უოტერსი პუტინს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, აგვისტოში როჯერ უოტერსმა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დააკისრა და სამხედრო დამნაშავე უწოდა იმის გამო, რომ ის „უკრაინაში ომის ცეცხლს აღვივებს“. როგორც მაშინ წერდა მუსიკოსი, მოსკოვის მიერ შეიარაღებული დაპირისპირების დაწყება უმთავრესად ნატოს ქმედებებზე რეაქციით იყო განპირობებული, რომელიც ძალიან მჭიდროდ მიადგა რუსეთის საზღვრებს.