კახეთში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 42 მილიონი დოლარია გამოყოფილი

© photo: Sputnik / Stringerთელავი
თელავი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2022
გამოწერა
კომპლექსური განვითარების საპილოტო პროგრამა PIRDP-ს ფარგლებში კახეთში სულ 54.293.782 ლარის 35 პროექტია დაფინანსებული.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. კახეთის რეგიონში ამჟამად დაახლოებით 120 მილიონი ლარის ღირებულების ასობით ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, რომლებიც დაფინანსებულია სხვადასხვა ფონდებიდან, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.
ბეგიაშვილი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს კახეთის შვიდ მუნიციპალიტეტში გაეცნო. მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ თითოეული პროექტი ვადებში დამთავრდება და მათგან მიღებული სიკეთე მოხმარდება რეგიონის მოსახლეობას და ახალგაზრდებს.

„55 მილიონის ღირებულებისაა ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე დაახლოებით 35 პროექტი. ამ დღეებში დავათვალიერეთ სწორედ ეს პროექტები, რომლებიც საკმაოდ საინტერესოა და აქტიურად მიმდინარეობს. ზოგიერთი მათგანი უკვე დასრულებულია", – განუცხადა ჟურნალისტებს ბეგიაშვილმა.

სულ კახეთის რეგიონში PIRDP-ს ფარგლებში 54.293.782 ლარის 35 პროექტია დაფინანსებული.
მათ შორისაა ქალაქ თელავში მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, წნორში კულტურისა და დასვენების პარკის მშენებლობა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ინდუსტრიული უბნის, ბაკურციხის შემოვლით გზასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მარიამიჯვრის სახელმწიფო ნაკრძალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, გურჯაანის კულტურის სახლის რეაბილიტაცია, სიღნაღი–ქვემო მაჩხაანის დამაკავშირებელი ტურისტული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ქალაქ ყვარელში ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარედ ტურისტული რეკრეაციული არეალის მოწყობა და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0