https://sputnik-georgia.com/20220927/ilia-meore-jvris-zalit-unda-agvzardot-chveni-shvilebi-270810616.html
ილია მეორე: ჯვრის ძალით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები
ილია მეორე: ჯვრის ძალით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები
Sputnik საქართველო
ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვა აღესრულა. 27.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-27T16:50+0400
2022-09-27T16:50+0400
2022-09-27T21:34+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება
საეკლესიო კალენდარი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748752_0:440:1685:1388_1920x0_80_0_0_d4fc449f39d8796245c1ae31f39dc135.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ჯვარი უძლეველია, ჯვარი გამარჯვებულია, ამიტომ ჯვრის ძალით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები და გამარჯვებული იქნება ადამიანი. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს უდიდეს დღესასწაულს – ჯვართამაღლებას, ანუ ჯვრის თაყვანისცემის დღეს აღნიშნავს.ჯვართამაღლების დღეს მორწმუნე მართლმადიდებლები ერთდღიან მარხვას ინახავენ. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ამ დღეს საზეიმო წირვა აღევლინება. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის ელენე დედოფლის ძალისხმევით იერუსალიმის მახლობლად დაახლოებით 335 წელს იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა, ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება „ჯვართამაღლება“.
https://sputnik-georgia.com/20220927/27-seqtemberi-jvartamagleba-270780463.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748752_226:467:1455:1388_1920x0_80_0_0_33a76e9b2307ddcf577060de77e33dc6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, საეკლესიო კალენდარი
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, საეკლესიო კალენდარი
ილია მეორე: ჯვრის ძალით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები
16:50 27.09.2022 (განახლებულია: 21:34 27.09.2022) ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვა აღესრულა.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ჯვარი უძლეველია, ჯვარი გამარჯვებულია, ამიტომ ჯვრის ძალით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები და გამარჯვებული იქნება ადამიანი. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს უდიდეს დღესასწაულს – ჯვართამაღლებას, ანუ ჯვრის თაყვანისცემის დღეს აღნიშნავს.
„ჯვართამაღლება – ეს ისეთი დღესასწაულია, ჯვარს გამოსახავს ადამიანი თავისი ცხოვრებით. ერთი ხაზი მიდის უფალთან, მეორე ხაზი კი ადამიანებთან და ჩვენ ამით იმედს გამოვთქვამთ. მრავალ ადამიანს უნდოდა დაემხო ჯვარი, მაგრამ ვერ შეძლეს. ჯვარი უძლეველია, ჯვარი გამარჯვებულია“, – განაცხადა პატრიარქმა.
ჯვართამაღლების დღეს მორწმუნე მართლმადიდებლები ერთდღიან მარხვას ინახავენ. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ამ დღეს საზეიმო წირვა აღევლინება.
27 სექტემბერი 2022, 09:00
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის ელენე დედოფლის ძალისხმევით იერუსალიმის მახლობლად დაახლოებით 335 წელს იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა, ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება „ჯვართამაღლება“.