მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯანმოს დირექტორის სიცოცხლე საფრთხეშია

© AP Photo / Jonathan Gibbonsტედროს ადანომ გებრეიესუსი
ტედროს ადანომ გებრეიესუსი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2022
გამოწერა
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი ბოროტგანმზრახველთა სამიზნე გახდა, იუწყება გაზეთი Washington Post.
გავრცელებული ინფორმაციით, გებრეიესუსი გამუდმებით იღებს მუქარის წერილებს. ამის შესახებ მან თავად უამბო გამოცემას.

„უამრავ მუქარას ვიღებ ჩემს სიცოცხლესთან დაკავშირებით. პირდაპირ მესიჯებად მიგზავნიან. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გაიგეს ჩემი ნომერი“, — უთხრა ჯანმოს დირექტორმა გამოცემას.

მისი თქმით, ბოროტგანმზრახველებისგან თავის დასაცავად საცხოვრებელ სახლში სიგნალიზაცია დაუყენეს. ამასთან ჯანმოს თანამშრომლები სულ უფრო ხშირად ურჩევენ ხელმძღვანელს, დაცვა აიყვანოს.
ტედროს ადანომ გებრეიესუსი პირველი აფრიკელია, ვინც ჯანმოს ჩაუდგა სათავეში 2017 წელს. ახლახან ის ხელმეორედ აირჩიეს თანამდებობაზე.
წყარო: Washington Post
ყველა ახალი ამბავი
0