https://sputnik-georgia.com/20220927/dubai-mtvaris-kurorti-270811986.html
დუბაიში მთვარის ფორმის გიგანტური კურორტი შენდება: 5-მილიარდიანი პროექტის ფოტო
დუბაიში მთვარის ფორმის გიგანტური კურორტი შენდება: 5-მილიარდიანი პროექტის ფოტო
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თუ ბევრი ფული გაქვთ, დუბაიში თითქმის ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ, მათ შორის, მთვარეზე გასეირნება და იქ არსებულ სასტუმროში... 27.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-27T17:40+0400
2022-09-27T17:40+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
დუბაი
ტურიზმი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23911/04/239110468_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_9ddd989f032c9f38acdd8e9d18854910.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თუ ბევრი ფული გაქვთ, დუბაიში თითქმის ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ, მათ შორის, მთვარეზე გასეირნება და იქ არსებულ სასტუმროში მდიდრული ნომრის დაჯავშნაც კი, წერს გამოცემა Robb Report.საქმე ისაა, რომ კანადური არქიტექტურული კომპანია Moon Word Resorts დუბაიში 5 მილიარდ დოლარად შეფასებულ კურორტს აშენებს, რომელსაც მთვარის ფორმა ექნება.გავრცელებული ინფორმაციით, Moon Dubai-ს მიზანია, რომ სტუმრებს თავი მთვარის ზედაპირზე აგრძნობინოს.როგორც ცნობილი ხდება, პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.Moon Dubai-ს 224 მეტრი სიმაღლის სფეროს ფორმა ექნება, რომლის შიგნითაც მთვარის მსგავსი პირობები შეიქმნება, რაც სტუმრებს დედამიწის თანამგზავრზე ყოფნის განცდას მისცემს.ვიზიტორებისთვის იქ იმუშავებს ღამის კლუბი, გასართობი ცენტრი, ლაუნჯ-ზონა, სპა-ცენტრი. ამასთან სტუმრები ერთი ადგილიდან მეორეზე „მთვარის შატლით“ ივლიან. კურორტზე 300 კერძო რეზიდენცია იქნება, რომლებიც „მთვარის“ ქვეშ, დისკოს ფორმის შენობაში განთავსდება.როგორც პროექტის ავტორები იმედოვნებენ, Moon Dubai-ს ყოველწლიურად მილიონობით სტუმარი ეწვევა.
დუბაი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23911/04/239110468_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_ac1832661b3f2148890796f41268e55e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დუბაი, ტურიზმი, მსოფლიოს ახალი ამბები
დუბაი, ტურიზმი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თუ ბევრი ფული გაქვთ, დუბაიში თითქმის ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ, მათ შორის, მთვარეზე გასეირნება და იქ არსებულ სასტუმროში მდიდრული ნომრის დაჯავშნაც კი, წერს გამოცემა Robb Report.
საქმე ისაა, რომ კანადური არქიტექტურული კომპანია Moon Word Resorts დუბაიში 5 მილიარდ დოლარად შეფასებულ კურორტს აშენებს, რომელსაც მთვარის ფორმა ექნება.
გავრცელებული ინფორმაციით, Moon Dubai-ს მიზანია, რომ სტუმრებს თავი მთვარის ზედაპირზე აგრძნობინოს.
„ეს იქნება ყველაზე დიდი და წარმატებული თანამედროვე ტურისტული პროექტი რეგიონში, რომელიც დუბაიში ყოველწლიურ ვიზიტებს გააორმაგებს თავისი მიმზიდველობის, ბრენდის ცნობადობისა და უნიკალური ინტეგრირებული შეთავაზებების წყალობით“, — ნათქვამია პროექტის თანაავტორთა განცხადებაში.
როგორც ცნობილი ხდება, პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.
Moon Dubai-ს 224 მეტრი სიმაღლის სფეროს ფორმა ექნება, რომლის შიგნითაც მთვარის მსგავსი პირობები შეიქმნება, რაც სტუმრებს დედამიწის თანამგზავრზე ყოფნის განცდას მისცემს.
ვიზიტორებისთვის იქ იმუშავებს ღამის კლუბი, გასართობი ცენტრი, ლაუნჯ-ზონა, სპა-ცენტრი. ამასთან სტუმრები ერთი ადგილიდან მეორეზე „მთვარის შატლით“ ივლიან.
კურორტზე 300 კერძო რეზიდენცია იქნება, რომლებიც „მთვარის“ ქვეშ, დისკოს ფორმის შენობაში განთავსდება.
როგორც პროექტის ავტორები იმედოვნებენ, Moon Dubai-ს ყოველწლიურად მილიონობით სტუმარი ეწვევა.