https://sputnik-georgia.com/20220926/saqartvelosi-miniserialebis-konkursi-gamoacxades-270788933.html
საქართველოში მინისერიალების სცენარების კონკურსი გამოცხადდა
საქართველოში მინისერიალების სცენარების კონკურსი გამოცხადდა
Sputnik საქართველო
მინისერიალების თემა დაკავშირებული უნდა იყოს საქართველოს უახლეს ისტორიასთან, ქართულ სპორტთან ან ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციასთან. 26.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-26T20:29+0400
2022-09-26T20:29+0400
2022-09-26T22:10+0400
კულტურა საქართველოში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ქართული კინო
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250643962_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_1af632d1807c6d49110bac2c4ef31532.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად მრავალსერიიანი მხატვრული ფილმების სცენარის შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა.კონკურსის პირობების მიხედვით, მინისერიალის თემა უნდა ეხებოდეს საქართველოს უახლეს ისტორიას (XX-XXI საუკუნეები), ქართული სპორტის ისტორიას ან ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციას.კონკურსი ცხადდება მინიმუმ სამი და მაქსიმუმ ხუთი ფილმის შესაქმნელად. სერიალის თითოეული ეპიზოდი უნდა იყოს დაახლოებით 45-60 წუთი.საუკეთესო სცენარის შესაქმნელად მაქსიმუმ 50 ათასი ლარი გამოიყოფა. ერთი ეპიზოდის (სერიის) მაქსიმალური ბიუჯეტი 10 ათასი ლარია.კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პროდიუსერს, რომელიც არის ინდმეწარმე ან იურიდიული პირი. 2023 წელს წარმოების დასაფინანსებლად პროექტის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ფინანსური მონაწილეობის ან/და თანამშრომლობის დამადასტურებელი საბუთი ტელევიზიის ან დისტრიბუტორისგან (კინო, ციფრული პლატფორმა) სხვა დოკუმენტაციასთან ერთად.განაცხადები მიიღება 2022 წლის 21 ოქტომბრამდე. საკონკურსო პროექტები იგზავნება Cinamatography Management System – CMS პროგრამით, რომელიც განთავსებულია ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. იქვე არის ვიდეოინსტრუქციაც.საქართველოს ეროვნული კინოცენტრი დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას პროფილური კომისიის რეკომანდაციის საფუძველზე მიიღებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250643962_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_2882fe39b4e277d34b38e7059b01f36f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული კინო, ახალი ამბები, საქართველო
კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული კინო, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოში მინისერიალების სცენარების კონკურსი გამოცხადდა
20:29 26.09.2022 (განახლებულია: 22:10 26.09.2022) მინისერიალების თემა დაკავშირებული უნდა იყოს საქართველოს უახლეს ისტორიასთან, ქართულ სპორტთან ან ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციასთან.
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად მრავალსერიიანი მხატვრული ფილმების სცენარის შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა.
როგორც მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, კონკურსი პირველი ეტაპია და მიზნად ისახავს სცენარების შექმნას და შემუშავებას. მეორე ეტაპი ითვალისწინებს კინოწარმოების დაფინანსებას 2023 წლის დასაწყისიდან პირველ ეტაპზე შექმნილი სცენარების მიხედვით.
კონკურსის პირობების მიხედვით, მინისერიალის თემა უნდა ეხებოდეს საქართველოს უახლეს ისტორიას (XX-XXI საუკუნეები), ქართული სპორტის ისტორიას ან ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციას.
კონკურსი ცხადდება მინიმუმ სამი და მაქსიმუმ ხუთი ფილმის შესაქმნელად. სერიალის თითოეული ეპიზოდი უნდა იყოს დაახლოებით 45-60 წუთი.
საუკეთესო სცენარის შესაქმნელად მაქსიმუმ 50 ათასი ლარი გამოიყოფა. ერთი ეპიზოდის (სერიის) მაქსიმალური ბიუჯეტი 10 ათასი ლარია.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პროდიუსერს, რომელიც არის ინდმეწარმე ან იურიდიული პირი. 2023 წელს წარმოების დასაფინანსებლად პროექტის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ფინანსური მონაწილეობის ან/და თანამშრომლობის დამადასტურებელი საბუთი ტელევიზიის ან დისტრიბუტორისგან (კინო, ციფრული პლატფორმა) სხვა დოკუმენტაციასთან ერთად.
განაცხადები მიიღება 2022 წლის 21 ოქტომბრამდე. საკონკურსო პროექტები იგზავნება Cinamatography Management System – CMS პროგრამით, რომელიც განთავსებულია ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ
ვებგვერდზე. იქვე არის
ვიდეოინსტრუქციაც.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას პროფილური კომისიის რეკომანდაციის საფუძველზე მიიღებს.